პირველი ლიგა II ტური, 21.10.2018

საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აზრობრივი პასუხები თქვენვე ჩაითვალეთ სწორ პასუხებად :)

1. დეშილ ჰემეთის რომანის გმირს ეუბნებიან, რომ ის ყველაფერს მუქ ფერებში უყურებს. მიუხედავად ამისა, რომანის ერთ ეპიზოდში ნახსენებია იქსი, რომელსაც ეს გმირი იღებს კოქტეილის დასალევად. მაქსიმალურად ზუსტად დაასახელეთ სიტყვები, რომლებიც შევცვალეთ სიტყვით იქსი.

60

2. ბერლინის ერთ მოედანზე არის მინიატურული სკულპტურა სახელწოდებით “პოლიტიკოსები განიხილავენ გლობალურ დათბობას”. სკულპტურა ისეა მოთავსებული, რომ დროგამოშვებით ეს პოლიტიკოსები აღმოჩნდებიან… რაში?

60

3. "იქსის" ერთ-ერთ დადგმაში სცენაზე 6000 ლიტრი წყალი იღვრება. თეთრი ვარდის ჯიშ "შვანენზის" სახელი იქსის მიხედვით ეწოდა. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

60

4. ვსევოლოდ როჟდესტვენსკი წერდა, რომ 1920 წელს ესტონური ეპოსის გმირს სახელად ლინდას “"წაართვეს გული და მეტყველების უნარი”. სინამდვილეში ლინდას უბრალოდ გაუკეთეს ეს. ცნობილ ფინელ მორბენალს პაავო ნურმის ეს თავის სიცოცხლეშივე გაუკეთეს. დაწერეთ ორი სიტყვა, რომლებიც შევცვალეთ სიტყვებით “გაუკეთეს ეს”..

60

5. [დასარიგებელი მასალა ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, შვეიცარია, დანია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვაკეთი ] თქვენ წინაშეა ე.წ. „იქსის სარტყელში“ შემავალი ქვეყნების სია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ოტო ფონ ბისმარკი ვერ იტანდა იქსს, რადგან მისი აზრით ეს უკანასკნელი აზარმაცებდა და ასულელებდა ხალხს. დაწერეთ იქსი მოკლე სიტყვით.

60

6. ერთ სახუმარო ფოტოზე სახელად "იქსი" გამოსახულია რამდენიმე ჩანთოსანი ცხოველი. სხვა იქსი ლობირებს ქვანახშირის მწარმოებელი ამერიკული კომპანიების ინტერესებს. დაასახელეთ იქსი ლათინური წარმოშობის სიტყვით.

60

7. ფრედერიკ პოლის ფანტასტიკური რომანის გმირებს უჭირთ რთული გამოთვლების გაკეთება და სჭირდებათ დახმარება. მათ ძალიან გაეხარდებათ, როდესაც დაინახავენ მათკენ მომავალ მოღიმარ პიროვნებას, რადგან ეს ადამიანი იყო... დაასრულეთ ხმოვანზე დაწყებული 2 სიტყვით.

60

8. ვლად ცეპეშს უყვარდა ამის კეთება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთერთი ასეთი გართობის შემდეგ დაიწყო ცვლილებები ცეპეშის ქცევაში. რომა - იუვენტუსის მატჩის წინ ერთ სტატიაში ეწერა, რომ ბებერი ქალბატონი მიდის ამის გასაკეთებლად. ანბანის მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვით დაწერეთ, რის გაკეთებაზეა საუბარი.

60

9. როგორც ცნობილია, იმისათვის, რომ დისნეის პერსონაჟს მიენიჭოს "დისნეის პრინცესის" წოდება, ის აუცილებლად უნდა იყოს მულტიპლიკაციური. 2017 წელს აღნიშნული წესის გასაუქმებლად 140 000-მა ადამიანმა მოაწერა პეტიციას ხელი, რათა "დისნეის პრინცესების" რიგებში ეს პერსონაჟიც შესულიყო. ერთ სახუმარო ფოტოზე, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ეძღვნება, იულია ტიმოშენკოს ნაცვლად გამოსახულია ეს პერსონაჟი. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.

60

10. კრისტიან კაისერის მოთხრობაში ცნობილი პიროვნება ნანობს, რომ თავის დროზე კოლეგას არ მიმართა სიტყვებით: '"მეგობარო, მე ვრჩები". დაწერეთ 60-იან წლებში სინამდვილეში გაჟღერებული ფრაზის ავტორის სახელი და გვარი.

60

11. ერთ სიმღერაში ლირიული გმირი აღნიშნავს, რომ იქსი მუდამ ხმაურობს და ეჭვქვეშ აყენებს მისი სახელწოდების მართებულობას. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

60

12. ერთ ტურისტულ მარშრუტზე საუბრისას ნათქვამია, რომ ამ გერმანელის გვარი თანაჟღერადია საფრნგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროს მარგალიტთან. დაასახელეთ ეს გერმანელი.

60

13. დასარიგებელი მასალა: მოსკოვის ცხოვრების რითმის აღწერისას ალექსანდრ პროხანოვმა ყირიმის ხიდი შეადარა... დაწერეთ ბერძნული წარმოშობის სიტყვით, რას?

Image description 60

14. ერთხელ სომერსეტ მოემმა ჰკითხა ინდოელ მქადაგებელს, ნანობდა თუ არა ის იმ სიამოვნებებზე, რომლებზედაც თქვა უარი. „რატომ უნდა ვნანობდე? – გაუკვირდა მქადაგებელს. – მე ეს სიამოვნებები მივიღე…“ როდის?

60

15. ერთ სერიალში აღწერილია ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ექსპერტის დახმარებით შესაძლებელია ადამიანის მოგონებებში შეღწევა, თუმცა იმ პირობით, რომ ექსპერტი სააშკარაოზე არ გამოიტანს ცდისპირის პირადი ცხოვრების დეტალებს. აღნიშნული პროცესი შედარებულია იქსთან. დაასახელეთ იქსი ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული და დამთავრებული სიტყვით.

60

16. ერთი გერმანული რადიოსადგურის სარეკლამო სლოგანი ქართულ თარგმანში ჟღერს ასე: “ჩემი ცხოვრება, ჩემი მუსიკა, ჩემი რადიო”. დაასახელეთ ქალაქი, რომელშიც მდებარეობს ეს რადიოსადგური.

60

17. ერთი რომანის პერსონაჟი უკვე საბავშვო ბაღში ინტერესდებოდა არა იქსებით, არამედ იქსთა იგრეკით, თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, იქსთა იგრეკი ჯერ არ იყო შემუშავებული. დაწერეთ ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვა, რომლებიც შევცვალეთ ისტყვებით “იქსთა იგრეკი”.

60

18. გირჩევთ ჩაიწეროთ! ერთხელ ცნობილმა მაგნატმა ივან მალცოვმა ბანაობისას დაკარგა საქორწინო ბეჭედი. ალექსანდრ გრიბოედოვმა მახვილგონივრულად ურჩია დაღონებულ მალცოვს, დაეთვალიერებინა სანაპიროს ის ნაწილი, სადაც ბანაობდა, რაც მალცოვმა მალევე გააკეთა კიდეც. რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ წინა წინადადებაში?

60

19. დასარიგებელი მასალა: WHAT USE IS A WC WITHOUT A SEAT მე-20 საუკუნის 40-იან წლებში იაპონიაში გავრცელებული იყო ხუმრობა: აჩვენებდნენ ამ ადამიანის პორტრეტს და ცხვირზე იჭერდნენ ხელს. თქვენ დაგირიგდათ 1908 წლის საგაზეთო სტატიის სათაური, რომელშიც დასცინოდნენ ამ ადამიანს. დაწერეთ მისი სახელი და გვარი.

60

20. სიცოცხლის ბოლოს კამილ კორო იღებდა სულ უფრო და უფრო მეტ შეკვეთებს, რის გამოც ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე კოროს ადარებს ამ მწერალს. დაასახელეთ ეს მწერალი.

60

21. ანტიკურ ეპიგრამაში ერთი პერსონაჟი მიატოვებს ქსოვას და ხდება მეძავი. ის თვლის, რომ ამ დროს იმეორებს არჩევანს, რომელიც გააკეთა… დაასახელეთ, ვინ?

60

22. ერთ რომანში აღწერილია მე-19 საუკუნის დასაწყისში ქალაქ კადისის ალყის დროს ფრანგული დაზვერვის საქმიანობა. რომანში ნათქვამია, რომ ერთხელ დაზვერვას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩვეულებრივმა კატამ, რომელიც შეიპარა... სად?

60

23. დასარიგებელი მასალა: Relationships are like algebra, you look at your _ and wonder _] აღადგინეთ ორივე გამოტოვება.

60

24. საფეხბურთო კლუბმა “კრისტალ პალასმა” მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სასადილოდან გამომავალი იქსის გამოყენებით. 2005 წლიდან მოყოლებული იქსთან ერთად რეკავენ ზარებს. დაწერეთ იქსი ორი სიტყვით.

60