1. დასარიგებელი მასალა: თქვენ წინაშეა კადრი ერთი თანამედროვე კომედიური ფილმიდან. ერთ ეპიზოდში მასალაზე გამოსახულ პერსონაჟს ხუმრობით უწოდებენ ლის. წინა წინადადებაში ჩვენ გამოვტოვეთ რამდენიმე ასო. აღადგინეთ საწყისი სიტყვა.
60
2.1760-იან წლებში ლეოპოლდს ხშირად აკრიტიკებდნენ და მცირეწლოვანი შვილის ლამის ცირკის მსახიობად ქცევაში ადანაშაულებდნენ. დაასახელეთ ლეოპოლდის გვარი.
603.ერთ დოკუმენტურ ფილმში ნათქვამია, რომ 1950-იან წლებში კანის კინოფესტივალზე გამარჯვებით „მაგდანას ლურჯამ“ გაარღვია იქსი. დაწერეთ იქსი ორი სიტყვით.
604. 2019 წლის ფილმ „ჯოკერის“ ტრეილერი ავსტრალიაში 4 აპრილს გამოვიდა. საქმე ისაა, რომ 4 აპრილი... დაასრულეთ წინადადება ოთხი სიტყვით, რომელთაგანაც ბოლო ორი ერთსა და იმავე ასოზე იწყება.
605. უზარმაზარ პარკ კასა დე კამპოს ხშირად ეძახიან მადრიდის იქსებს. დაასახელეთ იქსები ერთი სიტყვით.
606.6. მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგლისში არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც 14 წლამდე ბავშვებს ეკრძალებოდათ საღამოს 9 საათის შემდეგ მუშაობა. სწორედ ამიტომ ცნობილი პერსონაჟის როლს უმეტესად ტანმორჩილი ზრდასრული ადამიანები ასრულებდნენ. დაასახელეთ ეს პერსონაჟი ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით.
607. დასარიგებელი მასალა: მასალაზე გამოსახულ პეპელას სახელი უწოდეს იქსის მიხედვით. იქსის მეორე სახელია პანოპტესი. დაასახელეთ იქსი
60
8. 2017 წლის პოსტერზე, რომელიც დიზნის მიერ სხვა ცნობილი კინოკომპანიის შესყიდვას ეხებოდა, მიკი მაუსის პირიდან გამოჩრილია მოწმე. დაწერეთ ორი სიტყვა, რომელიც შეკითხვაში მოწმეთი შევცვალეთ.
609. ერთი ინგლისურენოვანი პლაკატი მძღოლებს მოუწოდებს არ დალიონ ალკოჰოლი ახალი წლის დღეებში. პლაკატის შემქმნელებმა ცნობილ შეძახილს ჩაუმატეს სამი ცალი ორიანი. დაწერეთ მიღებული წარწერა(ლათინურად)
6010. დასარიგებელი მასალა: თქვენ წინაშეა ტექსასის ფესტივალის ლოგოტიპი. ფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო ცნობილი ადამიანის შემოქმედების თაყვანისმცემელი. დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი
60
11. იქსებით შეცვლილია ერთი სიტყვა. ერთ თამაშში ორკები იქსებს იყენებენ ვალუტის სახით, შესაბამისად არ ერიდებიან ხელჩართულ ბრძოლებში ჩაბმას. ცნობილი ლეგენდის თანახმად, იქსების სანაცვლოდ ფულს იხდის... ვინ?
6012. ჩეხეთის მმართველად გახდომის შემდეგ, რაინდი ბრუნსვიკი შორეულ მოგზაურობაში გაემართა. სახლში დაბრუნებულმა ბრუნსვიკმა არაერთხელ იშიშვლა ხმალი. აღნიშნული ისტორიის კომენტირებისას სვეტლანა ლავროვა ახსენებს ქალის სახელს. დაწერეთ ეს სახელი.
6013. ლეთარგიის მკურნალობის დროს პაციენტმა შეიძლება უეცრად გამძვინვარებულმა გამოიღვიძოს. ასეთ პაციენტს ოლივერ საქსი უწოდებს კანს. წინა წინადადებაში ჩვენ გამოვტოვეთ სამი ასო. აღადგინეთ საწყისი სიტყვა.
6014. [დასარიგებელი მასალა მომბღავიან ბიჭები, დრო მიმეტებს ტიალი, სიკვდილს არ ვაპირებდი სიჭაბუკის ტრფიალი. ვცოცხლობ უფლის უფლებით, შავ ჩარჩოში ვინ გაძლებს? მე ჩემს როლს ვასრულებდი ჩემს საყვარელ მიწაზე. ] თქვენ წინაშეა ნაწყვეტი 1990-იანი წლების სიმღერიდან. დაასახელეთ ადამიანი, ვისაც ეს სიმღერა ეძღვნება.
6015. ჩინურ ლეგენდაში ჭექა-ქუხილის ღმერთი ხალხს ჩუქნის გიგანტურ გოგრას. ჩვენთვის ნაცნობ სხვა უფრო ცნობილ ისტორიაში გოგრის ნაცვლად ააგეს... რა?
6016. ჯეიმს ბარატი, რომელიც რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ავტორია, წერს, რომ იქსი თავის თავში აერთიანებს მცნება „არა კაც კლას“, ჰიპოკრატეს ფიცსა და თავდაცვის უფლებას. დაასახელეთ იქსი.
6017. 2017 წელს რუსეთი იუსტიციის სამინისტრომ უჩივლა იქსებს. მარია ბონდარენკო ხუმრობით წერს, რომ იქსებს ახლა უკვე ბრალდებულის როლშიც მოუწევდათ ყოფნა. დაასახელეთ იქსები.
6018. დასარიგებელი მასალა: თქვენ წინაშეა აღმოსავლური ხელოვნების ნიმუში, რომელიც გულისხმობს დაზიანებული კერამიკული ნაკეთობების რესტავრაციას. რესტავრატორი ხატოვნად შენიშნავს, რომ ბზარი შესაძლებელია გაქრეს მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციისა. მასალაზე გამოსახული ბზარი ზუსტად იმეორებს იქსის კონტურს. დაასახელეთ იქსი რამდენიმე სიტყვით გნებავთ საკუთარი სახელის გამოყენებით, გნებავთ რიცხვითი სახელის მეშვეობით
60
19. ყურადღება! მეცხრამეტე შეკითხვა! 2018 წელს ნაბი ტაჯიმა გახდა უკანასკნელი ასეთი ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა. ასეთი შეგვიძლია ვუწოდოთ, მაგალითად მარკ ტვენს, ვიქტორ ჰიუგოს, მაგრამ არა გაბრიელ გარსია მარკესს. დაწერეთ სამი სიტყვა, რომელიც კითხვაში შევცვალეთ სიტყვით ასეთი.
6020. გრეგორი კორსო ბიტნიკების მთავარ ავტორებზე - კერუაკზე, გინზბერგსა და ბეროუზზე უმცროსი იყო და მათ მოძრაობას მოგვიანებით შეუერთდა. ტედ მორგანმა კორსო შეადარა მას. დაასახელეთ ის აპოსტროფის გამოყენებით.
6021. 1934 წელს ავსტრიის კანცლერის მკვლელობამ ჰიტლერი თავდაპირველად გაახარა, თუმცა შემდეგ სარა გაახსენდა და შეეშინდა. დაწერეთ სამი ასო, რომელიც შეკითხვაში გამოვტოვეთ.
6022. მარსელ პრუსტი ახალგაზრდობაში ხშირად სტუმრობდა მოდურ სალონებს იმ იმედით, რომ მფარველს იპოვნიდა. ჟორჟ სიმენონმა პრუსტს ირონიულად უწოდა „კაცი იქსებით“. დაასახელეთ იქსები ერთი სიტყვით.
6023. ერთ ნაწარმოებში იქსი ხუმრობით ამბობს, რომ პასუხს არ აგებს საკუთარი ცოდვების ნახევარზე. რომანი “იქსი” 1963 წელს გამოიცა. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
6024. მე-16 საუკუნეში დამზადებული ჰერმეტული აბჯარი ჰენრი VIII-ს საშუალებას აძლევდა თავისუფლად გადაადგილებულიყო. დენ სნოუ წერს, რომ საუკუნეების შემდეგ ჰენრი VIII-ის აბჯრით დაინტერესდა ცნობილი ორგანიზაცია. დაასახელეთ ეს ორგანიზაცია.
60