1. პირველი შეკითხვა. [დასარიგებელი მასალა: Kumusta, Philippines Namaste, India Konnichiwa, Japan ] თქვენს წინაშეა კონკრეტული სერიის ფარგლებში გამოცემული წიგნების ჩამონათვალი. დაწერეთ სერიის იმ წიგნის სახელწოდება, რომელშიც მოთხრობილია პანდებისა და დიდი კედლის შესახებ.
602. რადიარდ კიპლინგის კრებულში შევხვდებით ზღაპრებს: “როგორ გაუჩნდა სპილოს ხორთუმი?”, “რატომ აქვს აქლემს კუზი?” და ა.შ. ამ კრებულის აღწერისას, მკვლევარი კიპლინგის ზღაპრებს უწოდებს “იქსის სახუმარო დამატებას”. დაწერეთ იქსი ორი სიტყვით.
603. ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის ნაწარმოებში “ჯადოქრების ბუნაგი”, პერსონაჟს შეიპყრობს მითიური არსება, თუმცა ბიჭი მაინც გადარჩება. ერთი წუთის შემდეგ, დაწერეთ ამ პერსონაჟის გვარი.
604. პოსტაპოკალიპტურ ფილმში პერსონაჟებმა მიწისქვეშა საცავში შესასვლელად უნდა გადალახონ დაბრკოლება. დაწერეთ დაბრკოლების სახელი სამმარცვლიანი სიტყვით.
605. 1885 წელს ილია ჭავჭავაძემ თავად-აზნაურები ბანკში ფულის შეტანაზე დაითანხმა. რევაზ გაბაშვილი წერს, რომ ამ ფაქტს ყველაზე მეტად უხდება ეს აფორიზმი. დაწერეთ ეს 16 მარცვლიანი აფორიზმი(პირველი სამი სიტყვა)
606. ნავაჰოს ხალხის თანახმად, ღმერთსა და ადამიანს შორის ხიდად გადებულ სულს, იეიბიჩას, რამდენიმე მორალური წესის დახმარებით დედამიწაზე ჰარმონიის შენარჩუნება აკისრია. ორფუძიანი სიტყვით გვითხარით, რა არის იეიბიჩაის სიმბოლო?
607. ერთ სახუმარო ნახატზე, მხატვარი იქსის ყველა ნახატის ცენტრში ვხედავთ იგრეკს. დაწერეთ, გნებავთ, იქსი, გნებავთ მარტო იგრეკი.
608. ერთ გასართობ პარკში ვხვდებით “ექსტრემალური ამინდის ზონას”. ამ ზონაში მსურველს შეუძლია ხელი ჩაყოს რეზერვუარში და შეიგრძნოს ტემპერატურა, რომელიც იყო 1912 წლის აპრილში. დაწერეთ საკუთარი სახელი, რომელიც ამ კონკრეტული ატრაქციონის დასახელებაში ფიგურირებს.
609. არსებობს ხვლიკის ნაირსახეობა, რომელსაც საკმაოდ გრძელი, ბოლოში ფოჩებიანი ფეხის თითები აქვს. საინტერესოა, რომ ექსტრემალურ პირობებში ამ არსებას შეუძლია ამის გაკეთება. ილუზიონისტმა კრის ენჯელსმა ამის გასაკეთებლად, გამოიყენა გამჭვირვალე შუშა. დაწერეთ ორი სიტყვა, რომელიც ჩვენ შევცვალეთ სიტყვებით "ამის გაკეთება".
6010. პირველი მსოფლიო ომის დროს, ის ამერიკელ ჯარისკაცებს მტრისგან თავის დაღწევის საშუალებებს ასწავლიდა. დაასახელეთ მისი ვინაობა.
6011. მოისმინეთ ნაწყვეტი შოთა ნიშნიანიძის ლექსიდან "იქსების სიმღერა": "სამკუთხედად დაგვაწყობენ წეროების გუნდივით… არ თავდება ძმათა შრის დაკა-დაკა მუდმივი." დაასახელეთ იქსი ერთსადაიმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით.
6012. ინუიტების ლეგენდებში ქივიუქი არის პერსონაჟი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკასა და გრენლანდიას შორის ეულად მოგზაურობს იქსით. ზოგიერთი ხალხი ქივიუქს სწორედ იქსის სახელით იცნობს. დაასახელეთ იქსი არაქართული სიტყვით.
6013. გირჩევთ, ჩაიწეროთ. აკუტაგავას მოთხრობის პერსონაჟს ეშინია იდუმალი ხმის, რომელსაც, მისი აზრით, ყველაფერში შეუძლია შეღწევა. ამის გამო, პერსონაჟი იდუმალ ხმას ადარებს სხივებს. დაწერეთ გვარი, რომელიც შეკითხვის ტექსტში გამოვტოვეთ.
6014. ერთ სერიალში, დამწყები, მორცხვი თერაპევტი პაციენტებს საერთო ტუალეტში ელაპარაკება. მათი შეხვედრის ადგილი კი შედარებულია ამას. ერთი წუთის შემდეგ, გვითხარით, რას?
6015. 1992 წელს საუნდ დიზაინერმა გამოიყენა ალიგატორის ბუყბუყი, ვეფხვის ღრიალი და სპილოს ჭყავილი, რათა მიეღო.. მაქსიმალურად ზუსტად გვითხარით, რა?
6016. გირჩევთ ჩაიწეროთ. 1956 წელს, ბოტანიკური ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორიები დაიტბორა. წყალდიდობას უმეტესად ქალები ემსხვერპლნენ. გადმოცემით, მათ გამოღწევა შეეძლოთ, თუმცა ამაში დაკარგული რამდენიმე წამი ძვირად დაუჯდათ. აღადგინეთ სიტყვა, რომელშიც ჩვენ რამდენიმე ასო გამოვტოვეთ
6017. გირჩევთ, ჩაიწეროთ: ერთ მიმზე გამოსახულია ძაღლი, რომელიც შემოუღობავი სივრცის დატოვებას ვერ ახერხებს. დაწერეთ სიტყვა, რომელიც შეკითხვაში ვახსენეთ და გამოვტოვეთ.
6018. მიმდინარე ათასწლეულში გამოსული სერიალის პერსონაჟები ცდილობენ, გამოიცნონ, ვინ იყო გოგონა, რომელსაც მათ მეგობართან ჰქონდა პაემანი. რამდენიმე მსგავსი შეკითხვის შემდეგ, მეგობარი ხუმრობს, რომ თავს ისე გრძნობს, თითქოს პაემანი ჰქონდა ამ მწერლის წიგნებთან. დაასახელეთ ეს მწერალი.
6019. გირჩევთ, ჩაიწეროთ: ინტერვიუში ნატო მურვანიძე იხსენებს, რომ ერთ ფესტივალზე შემთხვევით სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელები წაიღო, ინტერვიუერი კი ხუმრობს, რომ ამ ფეხსაცმელების ჩაცმა სკანდალური გადაწყვეტილება იქნებოდა. აღადგინეთ სიტყვა, რომელშიც ჩვენ ორი ასო შევცვალეთ.
6020. კანადელ სამხედროებს არქტიკაში თავის გადასარჩენად ასწავლიან ნადირობას, ნავიგაციას და ამის გაკეთებას. დაწერეთ ხმოვანზე დაწყებული ორი სიტყვა, რომელიც შევცვალეთ სიტყვებით „ამის გაკეთება“.
6021. ყურადღება, შეკითხვაში გამოტოვებაა. ნუგზარ ნადირაძე ამბობს, რომ ახლაც ახსოვს როგორ უფრთხილდებოდა მამამისი "პოს იებს", რომელიც ცალკე ქაღალდში ჰქონდა შენახული. წინა წინადადების ორ სიტყვაში გამოვტოვეთ ასოები, აღადგინეთ ორივე სიტყვა საწყისი ფორმით.
6022. აფროამერიკელი სპორტსმენი ალთეა გიბსონი თავს მშვენივრად გრძნობდა მწვანე ბალახზე. გარდა იმისა, რომ იყო პროფესიონალური გოლფის მოთამაშე, მან რამდენჯერმე მოიგო ცნობილი ტურნირი. ალთეა გიბსონს ხშირად ახსენებენ დებთან ერთად. დაასახელეთ ამ დების გვარი.
6023. სერიალში, ბოროტმოქმედები განზრახ ირჩევენ საუკეთესო სპექტაკლს, რათა აფეთქების ხმა გადაფაროს იქსებმა. დაწერეთ იქსი ლათინური წარმოშობის სიტყვით.
6024. მითოლოგის თემაზე ჩაწერილი პოდკასტის სათაურში ამ პერსონაჟის სახელი რამდენჯერმე მეორდება. დაწერეთ ეს სახელი მოკლე სიტყვით.
60