საავტორო ტურნირი „F5“ (10.12.2023)

საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აზრობრივი პასუხები თქვენვე ჩაითვალეთ სწორ პასუხებად :)

1.სერიალში - „ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები“ ელფი მეფე ამბობს: „იქსი უსაფუძვლო არასდროსაა, მაშინაც კი, თუ ის სუსტია, როცა სხვა ყველა გრძნობა ძილს მიეცემა, იქსი თვალს პირველი ახელს და უკანასკნელი ხუჭავს.“ დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.

60

2. მეორე შეკითხვა. ანიმაციურ ფილმში „წინ“, ვხვდებით სწრაფი კვების რესტორანს "Burger Shire" (ბურგერ შირი), რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს იქსს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

60

3.თუ პაკეტი არ მოგეწონებათ, არ გვეჩხუბოთ, ისე დავწერეთ, როგორც შეგვეძლო. მსახიობმა ამ ფილმში მთავარი როლის უკეთ შესასრულებლად გაყიდა სახლი, მანქანა და დაშორდა შეყვარებულს. დაასახელეთ ეს ფილმი.

60

4.1958 წლის ფილმის „დაუვიწყარი ღამის“ გადაღებების დიდი ნაწილი ჩაბნელებულ სტუდიაში მიმდინარეობდა და გემის მომცრო მოდელიც ხავერდის უზარმაზარ ნაჭერზე ესვენა. ფილმის გადაღებებისას ბატონი ბიზლი მოიწვიეს. გადაღებების დასასრულს რეჟისორმა მას სთხოვა გასცლოდა იქაურობას, რითაც ბიზლიმ შეიძლება ითქვას მეორეჯერ „გააკეთა ეს“. დაასახელეთ, თუ რა შევცვალეთ სიტყვებით „გააკეთა ეს“.

60

5.1647 წელს იტალიელმა მეთევზე მასანიელომ ნეაპოლელი ხალხი იმდროინდელი მმართველების წინააღმდეგ ააჯანყა. მასანიელომ სასურველ შედეგს მიაღწია, თუმცა აჯანყებას ბევრი იტალიელის სიცოცხლე შეეწირა. ყურადღება შეკითხვა: ვინ შეადარა მასანიელოს ჟურნალისტმა 90-იანი წლების ერთ ინტერვიუში?

60

6.ერთ სტატიაში გიგა ზედანია ამბობს, რომ ნიცშემ იწინასწარმეტყველა ღმერთის სიკვდილი, შპენგლერმა - დასავლეთის მზის ჩასვენება, ფუკომ - ადამიანის, ხოლო ფუკუიამამ − ისტორიის დასასრული, თუმცა ეს ყოველივე არ მოხდა. ამასთან დაკავშირებით, გიგა ზედანია ახსენებს 1943 წელს დაბადებული ადამიანის ნაწარმოებს. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

60

7. [იქსით შეცვლილია ერთი სიტყვა] პოლ პოტს ინტელექტუალები „მუქთამჭამელებად“ მიაჩნდა და მათი მასიური დაპატიმრების ბრძანება გასცა, რის საფუძველსაც იქსი წარმოადგენდა. ერთი ქართველი აღნიშნავს, რომ დრამატულმა ისტორიებმა მისი იქსი დანამა. დაასახელეთ ეს ქართველი.(სახელი გვარი)

60

8.. [დასარიგებელი მასალა] [** - 777 - **] ერთი ქართული სერიალის უსახლკაროდ დარჩენილ პერსონაჟებს მოულოდნელ მხსნელად ტაქსის მძღოლი მოევლინება. დარიგებულ მასალაზე აღადგინეთ ტაქსის დაფარული ნომერი.( მაგ: xx-777-xx )

60

9.[სჯობს ჩაიწეროთ!] მმართველობის ფორმას, როდესაც ხელისუფლება და მოსახლეობა წარსულით ცხოვრობს, პაველ ლობკოვი უწოდებს კალიოპეკრატიას. წინა წინადადების ერთ სიტყვაში ჩვენ რამდენიმე ასო ჩავამატეთ. აღადგინეთ სიტყვა თავდაპირველი ფორმით.

60

10. მე-20 საუკუნეში პოლუსებამდე რბოლაში დამარცხების შემდეგ, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს აღედგინათ ეროვნული პრესტიჟი და „გაეკეთებინათ ეს“. 1924 წელს ეს თითქმის გააკეთეს ჯორჯ მალორიმ და ედვარდ ნორტონმა. რა შევცვალეთ კითხვაში სიტყვებით „გაეკეთებინათ ეს?“

60

11.ერთი ვერსიით, იქსის ეტიმოლოგია უკავშირდება ტერმინს ‘’ნახშირის შემწველი’’. სხვა ვერსიის თანახმად, იქსი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მოქმედმა, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა რევოლუციურმა საზოგადოებამ შექმნა. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.

60

12. მეორე ტური დაიწყება ზუსტად 7 წუთში. მიშელ უელბეკის რომანის პერსონაჟი იხსენებს, რომ რკინიგზელები მკაცრად იცავენ განრიგს და ამაყობენ, როდესაც სოფლის მაცხოვრებლები მატარებლის შემოსვლისას „აკეთებენ ამას“. დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რა შევცვალეთ სიტყვებით „აკეთებენ ამას“.

60

13.ცნობილი რომანის 1980-იან წლებში გამოცემული არაოფიციალური, მეორე ნაწილის მოქმედება იქსის შემდეგ მიმდინარეობს. იქსის შემდეგ, ფილმის გადაღების პროცესში კოდი და კეილები ჩაერთნენ. დაასახელეთ იქსი სამი სიტყვით, რომლებშიც ყველა ხმოვანი ერთი და იგივეა.

60

14.[შეკითხვაში ცვლილებაა!] მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „კალიების შემოსევის“ ფენომენს ქმნის ქარბორბალა, რომელიც ჭაობის ზედაპირზე ფორმირდება და ასრულებს ძაბრის ფუნქციას. წინა წინადადებაში ჩვენ ორი სიტყვა შევცვალეთ სხვა ორი სიტყვით. დაწერეთ თავდაპირველი ორი სიტყვა.

60

15.ტელეკომპანია дождь-ისა და სხვა მედიამაუწყებლების უცხოეთის აგენტებად მოხსენიება მოასწავებდა იმას, რომ მათ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეერბილებინათ. ამ მოვლენებისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციაზე დაინახავდით პლაკატს წარწერით, რომელიც 1920 წელს დაბადებული მწერლის მოთხრობის სათაურს ემთხვევა. დაასახელეთ ეს სათაური.

60

16.დასარიგებელი მასალა:

Image description

თქვენ წინაშეა ბოროტმოქმედი ერთ-ერთი ინგლისურენოვანი ანიმაციიდან, რომლის მთავარი უნარიც ქალური შარმით მამაკაცების ცდუნებაა. მისი სახელი ერთი ასოთი განსხვავდება სხვა პერსონაჟის სახელისგან. პასუხების ფურცელზე დაწერეთ სურათზე მოცემული პერსონაჟის სახელი.(ინგლისურად)

60

17. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ნაცისტები რემარკს ფრანგი ებრაელების შთამომავალობას აბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ მისი რეალური გვარი არა რემარკი, არამედ იქსი იყო. იქსი ორჯერ ფიგურირებს მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ნაწარმოების სათაურში. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.

60

18.გირჩევთ, ჩაიწეროთ!

[„მცხეთით დაწყებული, - გასრულდა მცხეთაში:

სიახლე მძვინვარებს

უძველეს ბალავარზე....

- ანი და ჰოე ვართ

ქართლისა მე და შენ! -

იქსს ეტყვის იგრეკი.“]

თქვენ მოისმინეთ ნაწყვეტი მუხრან მაჭავარიანის ლექსიდან „ანი და ჰოე“. დაასახელეთ, ვინ შევცვალეთ იქსით და იგრეკით.

60

19. [გირჩევთ ჩაიწეროთ!]

[სიტყვებით „ამის გაკეთება“ შეცვლილია რამდენიმე სიტყვა.]

საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, ერი არის იმერული ხალხური სამხმიანი სალაშქრო სიმღერა, რომელსაც ახასიათებს ენერგიული, ხალისიანი რიტმი და მზარდი დინამიკა. წინა წინადადებაში ჩვენ გავაკეთეთ ეს. დაასახელეთ ადამიანი, ვისი წინამძღოლობითაც გააკეთეს ეს.

60

20.. დუპლეტი.

[თითოეულ კითხვაზე მოსაფიქრებლად 30 წამი.]

1) რევოლუციის მარცხი და სამეფო ტახტზე ჩარლზ მეორის რესტავრაცია წარმოადგენდა მწერლისთვის X-ის დაწერის შთაგონების წყაროს, რომელშიც ოსტატურად აღწერილია ლუციფერის ამბოხი ღმერთის წინააღმდეგ. დაასახელეთ X ორი სიტყვით.

2) 2006 წელს სამეცნიერო ექსპედიციამ ინდონეზიის ჯუნგლებში მანამდე უცნობი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები აღმოაჩინა. სტატიაში, რომელიც ამ აღმოჩენას ეხება, ნახსენებია Y. დაასახელეთ Y ორი სიტყვით(პასუხი ჩაწერეთ ასე: იქსი-იგრეკი )

60

21. სიმბოლურია, რომ 2004 წელს პარაოლიმპიადის ჩირაღდნის გზა დაიწყო იქსის ტაძრიდან, 2012 წელს კი - იგრეკის მოედნიდან. დაასახელეთ, იქსიც და იგრეკიც.(პასუხი ჩაწერეთ ასე: იქსი-იგრეკი )

60

22. [დასარიგებელი მასალა]

Image description

ვაგრძელებთ. თქვენ წინაშეა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ოჰაიოს შტატში აღმართული სკულპტურა, რომელიც 11 იდენტური ნაწილისგან შედგება. დაასახელეთ ევროპის ქალაქი, რომელში მომხდარ მოვლენასაც ეძღვნება ეს კომპოზიცია?

60

23.ერთი მომხმარებლის აზრით, ვიდეოს იდისტავიზოს ბრძოლის შესახებ, სადაც რომაელებმა ტევტობორგის ტყეში განცდილი მარცხის გამო შური იძიეს გერმანელ ტომებზე, უნდა ერქვას X. X-ს შევხვდებით მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში გამოსული ფილმის სათაურში. დაასახელეთ X სამი სიტყვით.

60

24. ფილმ „ზღვის ურჩხულის“ (Meg) დასასრულს ეკრანზე ჩნდება მოკლე სიტყვა. ერთი წუთის შემდეგ პასუხის ფურცელზე დაწერეთ ეს უცხოური სიტყვა(ინგლისურად)

60