1. ქართული თეატრის შესახებ დაწერილი წერილის პროლოგში იოსებ გრიშაშვილი გვთავაზობს გავაკეთოთ ეს. ამის გაკეთება ასევე ნახსენებია პიტერ ლაუფერის წიგნის სათაურში, რომელიც 1991 წელს არის გამოშვებული და აღმოსავლეთ ევროპას ეძღვნება. დაწერეთ სიტყვები, რომლებიც ამის გაკეთებითაა შეცვლილი
602. ხმელეთიდან ყველაზე დაშორებულ წერტილზე Point Nemo-ზე საუბრისას, ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ ხშირად ამ წერტილთან ყველაზე ახლოს იქსზე მყოფი ადამიანები არიან. დაასახელეთ იქსი სამი სიტყვით, თუ ორი მათგანი ერთსა და იმავე ასოზე იწყება .
603. ყურადღება დუპლეტი, ორი შეკითხვა, თითოეულზე მოსაფიქრებლად გეძლევათ 30 წამი! 1. XVIII საუკუნის დასასრულს როზა ბერტენი საკუთარ ატელიეს ფლობდა, რომელიც პარიზში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თავად როზას კი დედოფალ მარია-ანტუანეტას კარზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა. ვალერი სტილი როზას მოიხსენიებს როგორც საფრანგეთის გამოტოვებულია ორი სიტყვა. აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები, თუ ისინი ერთსა და იმავე ასოზე იწყება. 2. არტემისია ლაფკინი იყო პირველი ქალბატონი, რომელიც იქსის როლში მოგვევლინა 1798-1811 წლებში. ლაფკინი უფრო საერთაშორისო ურთიერთობების მოგვარებით იყო დაკავებული და წარმატებულად უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს. დაასახელეთ იქსი ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით .
604. მიაძაკის პრეფექტურაში მცხოვრები გოს მწარმოებლები, როგორც წესი, ფუტკრების რამდენიმე ოჯახსაც ინახავენ. თუ გაუმართლებთ, შეიძლება მათმა ნაწარმმა მზის კვერცხის საპატიო წოდებაც მოიპოვოს და თითოეული ძვირად გაიყიდოს ყოველწლიურ აუქციონზე. დაწერეთ სიტყვა, რომელსაც კითხვის წინა ნაწილში სამი ასო ამოვაკელით .
605. მსახიობ ჟან როშფორის თქმით, ტერი გილიამს სასურველი ეფექტის მიღება სურდა, რის გამოც რეჟისორი ერთ ცხოველს ფაქტობრივად აშიმშილებდა. ამ ცხოველს გილიამის ჩანაფიქრით, უნდა შეესრულებინა... დაასრულეთ წინადადება ერთსა და იმავე ორ ასოზე დაწყებული ორი სიტყვით .
606. ყურადღება, შეკითხვაში ამის გაკეთებით შეცვლილია ორი სიტყვა! დონ კიხოტის ქცევით შეშინებულ მის ახლობლებს რაინდის უცნაურობის გამომწვევი მთავარი მიზეზის განადგურება სურთ, რის გამოც ამის გაკეთებას აპირებენ. მე-20 საუკუნის ნაწარმოებში ამის კეთებით ერთი პროფესიის ადამიანები არიან დაკავებულნი. დაასახელეთ ეს პროფესია .
607.დასარიგებელი მასალა: ყურადღება, შეკითხვაში იქსით შეცვლილია ორი სიტყვა! ერთი ფილმის მარტოხელა მამაკაც პერსონაჟს ეკითხებიან, თუ რატომ დააქვს ჯიბით თქვენთვის დარიგებულ მასალაზე გამოსახული პროდუქცია, რაზეც პერსონაჟი პასუხობს, რომ მოეწონა იქსი. იქსი მე-19 საუკუნის ბოლოს დაწერილი ნაწარმოების სახელწოდებაა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
60
8. დეივ შაპელი ხუმრობს, რომ ერთ-ერთმა ვაქცინამ მასზე ჯადოსნურად იმოქმედა, რის გამოც კორონავირუსმა მას ვერაფერი დააკლო. დაასახელეთ 1959 წელს დაბადებული ადამიანი, რომელსაც შეადარა თავი შაპელმა.
609. გოგი გვახარია იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირში მისთვის ერთადერთ გართობას ფიგურული სრიალის ცქერა წარმოადგენდა, თუმცა, მიუხედავად ესთეტიკური სიამოვნებისა, მოციგურავე წყვილი კონკრეტულ ასოციაცას აღძრავდა. ამ დროს ავტორი ახსენებს მე-19 საუკუნის მიწურულს დაბადებულ ხელოვანს. დაასახელეთ ეს ხელოვანი.
6010. ჯონ დიკი “კოზა ნოსტრას” ისტორიაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ იქსის შენობებზე სხვადასხვა დროს თავის წარწერებს ტოვებდნენ ფინიკიელები, ბერძნები, რომაელები, არაბები, ბიზანტიელები, ნორმანები და ა.შ. ავტორი იქსს ადარებს იგრეკს. დაასახელეთ იქსი და იგრეკი ერთსა და იმავე სამ ასოზე დაწყებული ორი სიტყვით .
6011. შეინ მედოუსის ფილმის პერსონაჟი ხალხს აირწინაღით აღჭურვილი აშინებს, რის გამოც ერთ-ერთ პერსონაჟი მას მოიხსენიებს როგორც იქსს. იქსის ჩონჩხი ინახება დედოფალ მერის სამედიცინო უნივერსიტეტში. დაასახელეთ იქსი დეფისის გამოყენებით .
6012. ლაპაროსკოპიულ ქირურგიას, რომელიც პაციენტის სხეულზე გრძელი ნაკვეთების ნაცვლად მცირე ხვრელების გაკეთებას გულისხმობს, ინგლისურ ენაზე ეწოდება იქსის ქირურგია. ფილმის "კაცი რომელიც იცინის" ერთ ეპიზოდში იქსში შიშველი ჰერცოგინია მოსჩანს. დაასახელეთ იქსი .
6013. .კეტი ჰანიგანის თქმით, მისმა მეგობარმა ეგვიპტოლოგიის დიპლომი მოიპოვა, თუმცა, სამსახურს ვერ შოულობს, რის გამოც კიდევ უფრო მეტ ფულს იხდის ეგვიპტოლოგიის სადოქტორო პროგრამაში, რათა მომავალში სხვებს ასწავლოს და ასე იშოვოს ფული. ჰანიგანის თქმით, მისი მეგობარი პირდაპირი მნიშვნელობით იქსის მსხვერპლია. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით .
6014. XIX საუკუნის ინგლისში მშობიარობას ხშირად გართულებები მოჰყვებოდა. ანტონია ბაიეტის პერსონაჟის აზრით, ეს ლიტერატურული გმირი გარკვეულწილად გაჩნდა იმ გარემოების გამო, რომ ავტორს მშობიარობის შიში გააჩნდა. დაასახელეთ ეს გმირი .
6015. ყურადღება, შეკითხვაში სიტყვები “ასეთ მდგომარეობაში” წარმოადგენს ცვლილებას. ფილმ “ბუღალტერის” მთავარი პერსონაჟი მცირე დეტალების შემჩნევის განსაკუთრებული უნარითაა დაჯილდოებული. ფილმის ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ მის მიერ აწყობილი პაზლი არის ასეთ მდგომარეობაში. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ პირველ საუკუნეში მოღვაწე პიროვნება, რომელსაც ხშირად გამოსახავენ ასეთ მდგომარეობაში .
6016. .დასარიგებელი მასალა:(ფერადი) გირჩევთ ჩაიწეროთ. ერთი ხელოვნებათმცოდნის აზრით, კრისტიან დიორისა და კოკო შანელის ეპოქაში ქალთა მოდა რადიკალურად შეიცვალა. მოდაში განსხვავებული ფერები შემოვიდა, შეიცვალა აქსესუარების რაოდენობა. შეკითხვის ტექსტში ჩვენ ერთი სიტყვა სხვა სიტყვით შევცვალეთ. დაწერეთ ეს სიტყვა.
60
17. . სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმში პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს პოლიციაში მომსახურე ადამიანები ანდროიდებით ჩაანაცვლოს. ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები მოწინააღმდეგეებს ჰომოფობებად მოიხსენიებენ. შეკითხვის ტექსტში ერთ სიტყვაში ორი ასო შევცვალეთ. აღადგინეთ ეს სიტყვა საწყისი ფორმით .
6018. ტეხასის ერთ-ერთ კლინიკაში 2021 წელს 15%-ით გაიზარდა ვაზექტომიის მსურველთა რიცხვი, რადგან მანამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეს კანონი იქსის შესახებ. დაწერეთ იქსი ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით .
6019. უკრაინულ სოფელ ჩერნივკაში “პოლონური სამხედრო ორგანიზაციის” წევრების გამოსავლენად ჩასულმა შინსახკომი-ს თანამშრომლებმა აქტიური საგამოძიებო სამუშაოების ჩატარებას, ამჯობინეს მოეცადათ, სანამ ყველაფერი თავისით გაირკვეოდა. დაასახელეთ თვე და რიცხვი, როცა სოფელ ჩერნივკაში შინსახკომის ხსენებული ოპერაცია დასრულდა .
6020. გირჩევთ შეკითხვა ჩაიწეროთ! ტონი მორისონის ნაწარმოებში ერთ ქუჩაზე ბევრი სისხლისმღვრელი შეტაკება და მკვლელობა ხდებოდა, რის გამოც ამ ქუჩას მოიხსენიებდნენ როგორც “დონების ქუჩას”. წინა წინადადების ერთ სიტყვაში ჩვენ ორი ასო გამოვტოვეთ. აღადგინეთ ეს სიტყვა .
6021. 1935 წელს ბრუკს ვოკერმა მიიღო პატენტი მანქანის კორპუსში არსებულ მეხუთე ბორბალზე. განსხვავებით სათადარიგო ბორბლისგან, ის სრულად ფუნქციური იყო და ჩანაფიქრის თანახმად, მძღოლისთვის იქსი უნდა გაემარტივებინა. დაასახელეთ იქსი ერთსა და იმავე სამ ასოზე დაწყებული ორი სიტყვით .
6022. მაკოტო შინკაის ანიმეს პერსონაჟების მისიაა დაიცვან პორტალები, რომელთა საშუალებითაც იაპონიას ბოროტი ძალები ესხმიან თავს. იმის ნიშანს, რომ ბოროტმა ძალებმა პორტალში გამოაღწიეს, ანიმეს პერსონაჟებისთვის წარმოადგენს იქსი. დაასახელეთ იქსი ორფუძიანი სიტყვით .
6023. თამაზ ჭილაძის თქმით, ცენზორი ფანქრით კითხულობს. ფანქრით მიჰყვება სტრიქონებს, ფრთხილად, როგორც იქსი. გუგლის მაღაზიაში არის აპლიკაცია, რომელიც თამაშ იქსისა და სუდოკუს გაერთიანებულ ვერსიას წარმოადგენს. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით .
6024. საიტმა დუოლინგომ ახალი კურსის დამატებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა პოსტი შემდეგი ფრაზებით: როგორც იქნა; ჩვენ დავასრულეთ ის რაც დავიწყეთ. დაასახელეთ თუ რომელი ენის კურსზე იყო საუბარი პოსტში .
60