უმაღლესი ლიგა II ტური, 30.04.2023

საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აზრობრივი პასუხები თქვენვე ჩაითვალეთ სწორ პასუხებად :)

1. . ნილ პრაისის წიგნში ვკითხულობთ, რომ სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად, ასკი და ემბლა არიან იქსები. იქსი არის ფილმის სახელწოდება, რომელიც ნილ არმსტრონგზე მოგვითხრობს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით

60

2. მიკროწერტილების სახელით ცნობილი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ჯაშუშებს მოზრდილი ტექსტი უმცირესი ზომის ქაღალდზე დაატიონ. ამ ტექნოლოგიის გამომგონებლად ითვლება რენე დაგრონი, რომელსაც პარიზის ალყის დროს ხშირად უწევდა იქსების გამოყენება. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით .

60

3. ჯეიმს ბლეილოკის ნაწარმოების გმირები დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების გაცოცხლებით არიან დაკავებულნი. ერთ ეპიზოდში პერსონაჟები გადაწყვეტენ არ მიმართონ პოლიციას დახმარებისთვის, რადგან გამოძიების შედეგად, პოლიციელებმა შეიძლება პირდაპირი გაგებით აღმოაჩინონ ...რა? .

60

4. ერთი ფილმის პერსონაჟი სახლში სამკურნალოდ მოყვანილ ქალთევზას ირონიულად ეუბნება, რომ მხოლოდ მაშინ გაუშვებს, როცა მოარჩენს. წინა წინადადებაში ორი სიტყვა ერთით შევცვალეთ. აღადგინეთ ეს ორი სიტყვა .

60

5. დევიდ ლეტერმანის შოუში სტუმრობისას კომიკოსი რიკი ჯერვაისი თავის თავს ზარმაც ადამიანად ახასიათებს და დასძენს, რომ შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს ტერმინი მას ყოველთვის აშინებდა. დაასახელეთ ეს ტერმინი დეფისის გამოყენებით .

60

6. დასარიგებელი მასალა: [This is the day!] თქვენ ახლა დაგირიგდათ ფრაზა, რომლითაც ანა ფრანკი გამოეხმაურა ბი-ბი-სი-ს რადიოს მიერ გადმოცემულ ცნობას იქსთან დაკავშირებით. დაასახელეთ იქსი .

60

7. გაბრიელე დ'ანუნციო ცნობილი იყო თავისი სასიყვარულო თავგადასავლებით და გადაჭარბებული ფუფუნების სიყვარულით. დ’ანუნციოს სახლ-მუზეუმის ერთ-ერთ კედელზე შეგიძლიათ წაიკითხოთ: "როგორც თითები ხელზე, იქსების რიცხვიც მხოლოდ ხუთია". დაასახელეთ იქსები ორი სიტყვით .

60

8. ერთ ესსეში მოყვანილია ჯონათან სვიფტის ციტატა, სადაც ის ჯერ კიდევ თვლის, რომ მისი წიგნით მსოფლიოში ბიწიერებას ბოლო მოეღება. ესსეს ავტორის აზრით, სვიფტს იქსი ახასიათებს. დაასახელეთ იქსი ერთსა და იმავე სამ ასოზე დაწყებული ორი სიტყვით .

60

9. ოლეგ პანფილოვი იხსენებდა, ცნობილი კადრების ხილვის შემდეგ, როგორ ჰკითხა მშობლებს, თუ რომელია მათ შორის რაინდი და რომელი მძინარე მზეთუნახავი. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ხსენებულ კადრებში მოხვედრილი ორიდან ერთი პიროვნება მაინც .

60

10. გირჩევთ ჩაიწეროთ! მსახიობებზე საუბრისას, ერთ წერილში იოსებ გრიშაშვილი წერს, რომ როლის რხევას და მეტყველებას თავისებური კოდექსი და გრამატიკა აქვს: როცა ლაპარაკობენ, ორივე ხელის ცერი ქამარში აქვთ გაკეთებული, ბგერა მდიდარია ინტონაციებით და ერთი ხელის აქნევა ან ალერსს უნდა ნიშნავდეს ან ჭექა-ქუხილს. კითხვის ტექსტში, ერთ სიტყვაში გამოტოვებულია ასოები. აღადგინეთ ეს სიტყვა .

60

11. . XIX საუკუნის ბოლოს ვროცლავში დაბადებულ მარია იმერვარს მეცნიერებაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან ვერ შეძლო კარიერის აწყობა. სემ კინი ამაში ადანაშაულებს ფრიც ჰაბერს, რომელიც ამ ადამიანისგან განსხვავებით ნაკლებად პროგრესული იდეებით გამოირჩეოდა. დაასახელეთ ამ ადამიანის სახელი და გვარი .

60

12. ნილ პრაისის წიგნის დასასრულს ისმის ჩასაბერი ინსტრუმენტის ხმა, გარშემო კი ფერად-ფერადი ნატეხებია მიმოფანტული. დაასახელეთ ორი სიტყვით, რისი ნატეხები? .

60

13. მენჯი წარსულში ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი იყო, რომელმაც ბევრი ავადმყოფი ფეხზე დააყენა. მენჯს ხშირად უწოდებენ “იქსების სასაფლაოს”. დაასახელეთ იქსი ორფუძიანი სიტყვით .

60

14. დასარიგებელი მასალა: [სისატურა / ნოდარ წულეისკირი -- ბიჭი / კარლო კობერიძე -- დიდედები და შვილიშვილები / მერაბ ელიოზიშვილი -- ვახტანგი, იეზიდები, ახალი წელი და სხვა / ვახუშტი კოტეტიშვილი -- ალავერდობა / გურამ რჩეულიშვილი -- მთვარის ნიშანი / ლეილა მესხი -- ძმები ხიზამბარელები -- ბერიკაცი და ### / ნუგზარ შატაიძე -- იმედის ხაზები -- ქენით სიკეთე / გივი სიხარულიძე -- ### დღე / ვანო ჩხიკვაძე -- თქვენ დაგირიგდათ ქართული საბავშვო მოთხრობების კრებულის სარჩევი. თქვენთვის დარიგებულ მასალაზე დავფარეთ სიტყვები იქსი და ასეთი. ასეთი იქსი ტელე-ეთერით 2003-2013 წლებში გადაიცემოდა. დაასახელეთ ასეთი იქსი .

60

15. ინდური მოთხრობების კრებული სახელწოდებით "შუკასაპტატი" მოგვითხრობს თავქარიან ქალბატონზე, რომელიც ქმრის არყოფნაში საყვარელთან წასვლას აპირებს, თუმცა ყოველ ჯერზე ბრძენი თუთიყუში მის შეჩერებას ახერხებს. მარტინ პაჩნერი თუთიყუშს ადარებს ქალბატონს. დაასახელეთ ეს ქალბატონი .

60

16. როდესაც ნაპოლეონს მორიგ წოდებაზე წარუდგენდნენ სამხედროს, ის კითხულობდა: ,,რამდენი ჭრილობა აქვს მიღებულიო”, თან დასძენდა: მე ფულს იქსში ვიხდი და არა იგრეკშიო. ბასტილიაში გამოკეტილი მარკიზ დე სადი იგრეკის ნაცვლად იქსს იყენებდა. დაასახელეთ იქსი და იგრეკი თითო სიტყვით .

60

17. ერთ ფილმში ადვოკატი, რომელსაც სასამართლოზე პიროვნების გაორების მქონე პერსონაჟის დაცვა უწევს, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არა ადვოკატის, არამედ იქსის დახმარება სჭირდება. ცნობილი ფილმის იქსი პერსონაჟი ერთ ეპიზოდში გოგონას შუა სახელს კითხულობს. დაასახელეთ იქსი ბერძნული წარმოშობის სიტყვით .

60

18. სტივენ კლარკის წიგნი, რომელიც კარგი იუმორით დაჯილდოებულ ელიზაბეთ II-ზე მოგვითხრობს, დასათაურებულია როგორც იქსი. კონსტანცია I 1194-1198 წლებში იყო იგრეკი. დაასახელეთ იქსი და იგრეკი, თუ გეტყვით, რომ იგრეკი იქსზე ერთი ასოთი გრძელია .

60

19. 90-იანი წლების ბოლოს გამოსულ ერთ სიტკომში შემოიღებენ ე.წ კეთილი სამარიტელის კანონს, რომლის თანახმად, თვითმხილველი აუცილებლად უნდა დაეხმაროს დაზარალებულს. სერიალის პერსონაჟების თქმით, აღნიშნული კანონი პირველად საფრანგეთში შემოიღეს არტემიდას პრეცენდენტის შემდეგ. წინა წინადადებაში ერთი სიტყვა სხვა სიტყვით შევცვალეთ. დაასახელეთ ორიგინალი სიტყვა .

60

20. ერთ ნაწარმოებში ხორხე ლუის ბორხესი ამბობს, რომ ჩვენი ,,მე” მთლიანად მეხსიერებისგანაა დაწნული, ჩვენ მოგონებებისგან შევდგებით და ამდენად, ძნელი გასარკვევი ხდება, სადაა რეალობა და სად გამოგონილი რეალობა. ამ ციტატის განხილვისას მოყვანილია შედარება სხვა სიუჟეტთან. დაასახელეთ არსება, რომელიც ამ სიუჟეტშია ნახსენები .

60

21. რაინდი დონ პერო ნინიო თავისი თავგანწირვით და სიმტკიცით გამოირჩეოდა. მემატიანის ხატოვანი თქმით, ბრძოლის შემდეგ, რაინდის ფარი ემსგავსებოდა იქსს. იქსი ფიგურირებს ალგორითმის სახელწოდებაში, რომელიც პირველად ნიკომაქემ აღწერა თავის “არითმეტიკის შესავალში”. დაასახელეთ იქსი .

60

22. საბჭოთა პერიოდის ფანტასტი მწერლის - ნუგზარ აფხაზავას მოთხრობაში საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე, რომელსაც ახალი ომის პროგრამის დამუშავება დააკისრეს. დაასახელეთ თვე და რიცხვი, როდესაც კომპიუტერს ეს გეგმა უნდა წარედგინა .

60

23. რეზო კვესელავას თქმით, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ საბჭოთა რეპრესიების დროს წიგნს სახელწოდებით ,,იქსი” ტანსაცმლის კარადაში ინახავდნენ. სოციოლოგ ჩარლზ რაიტ მილსის წიგნის სახელწოდებით “იქსის” ქვესათაურია “ამერიკის საშუალო კლასი”. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით .

60

24. (წამყვანმა შეახსენოს გუნდებს, რომ შესვენებაზე მოწევა ნებადართულია მხოლოდ ტურნიკეტების მიღმა). ერთ ანიმაციაში პერსონაჟს კონფლიქტის გამოწვევა სურს, რის გამოც წყლიანი ჭიქის დახმარებით გააკეთებს ამას. დაასახელეთ ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით, რა შევცვალეთ ამის გაკეთებით .

60