I ლიგა, ზონა A VI ტური (28.05.2023)

საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აზრობრივი პასუხები თქვენვე ჩაითვალეთ სწორ პასუხებად :)

1. ქართული ტრადიციის თანახმად, ჭონას დროს შემსრულებლების გუნდი ჩამოივლიდა კარდაკარ, ოჯახებს ულოცავდა რელიგიურ დღესასწაულს და საჩუქრად იღებდა იქსს. დაასახელეთ იქსი.

60

2. 1840-იან წლებში უილიამ ჰარისონ ეინსვორთმა დაწერა ისტორიული რომანი ,,ის, ანუ დენთის ღალატი”, სადაც მთავარი პერსონაჟი დადებით პერსონაჟად წარმოაჩინა. დაასახელეთ ის.

60

3. ევროპაში მოგზაურობისას ის ხშირად სტუმრობდა კაფე რეჟანსს, რომელსაც მოჭადრაკეთა მექას ეძახდნენ. გაზეთმა ,,The Chess Monthly“-მ (ჩეს მონსლი-მ) მას მიუძღვნა სტატია სათაურით „აღმოსავლეთის უცნობი პრინცის ჩანაწერები“ . დაასახელეთ ეს ადამიანი.

60

4. ედგარ პოს მოთხრობაში არტურ გორდონ პიმის შესახებ, შტორმის შედეგად გემი იძირება და გარკვეული დროის შემდეგ გადარჩენილ მეზღვაურებს შორის უკმარისობის ფაქტი ფიქსირდება. რა სიტყვაა შეცვლილი სიტყვით უკმარისობა.

60

5. ქრისტეს საფლავის მცველის ტიტულის მატარებელი გოთფრიდ ბულონელის გერბის მოდელი 2004 წელს სახელმწიფო სიმბოლოდ იქნა შერჩეული. რომელ ქვეყანაში?

60

6. ერთ თანამედროვე სერიალში, პერსონაჟი თავდაცვის მიზნით ცდილობს ფეხბურთის სხვა გულშემატკივრებს დაემსგავსოს, რასაც მათი მსგავსი წამოძახილებით ახერხებს. სხვა პერსონაჟი აღნიშნულთან დაკავშირებით ახსენებს ბერძნული წარმოშობის ტერმინს. დაასახელეთ ეს ტერმინი.

60

7. ალმოდებული იქსი მას შემდეგ იქცა სიმბოლოდ, რაც თომას დიქსონ უმცროსმა თავის 1905 წლის რომანში ,,კლანის წევრი“ მოგვითხრო ძველი შოტლანდიური რიტუალის შესახებ. დაასახელეთ 1863 წელს დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაშიც იქსი ფიგურირებს.

60

8. ერთხელ ეს ადამიანი შეეჯახა სატვირთოს, რომლის მძღოლმაც ის მარჯვენა ჰუკით ძირს დასცა. საპასუხო დარტყმის ნაცვლად, მას ისტერიული სიცილი აუტყდა და მძღოლს უთხრა, რომ დაუმარცხებელი ჩემპიონი გალახა. ეს ადამიანი 1969 წელს დაიღუპა. დაასახელეთ ეს ადამიანი.

60

9. ძველი ბერძნები ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში გამოვიდნენ ქუჩებში და ხალხს მოუწოდებდნენ დაევიწყებინათ მისი სახელი. ვისი?

60

10. ერთი სპორტული საიტი ფეხბურთს და რაგბს მხატვრულად ახასიათებდა: ფეხბურთი არის მრგვალი მირაჟი, ხოლო რაგბი არის ასეთი იქსი უდაბნოში. დაასახელეთ ასეთი და იქსი ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული თითო სიტყვით.

60

11. 1937-1939 წლებში ეს ადამიანი იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო ფონდის“ თავმჯდომარე. მან საკუთარი ხელით დაწერილი ქართულ-ფრანგული ლექსიკონის 55 რვეული საქართველოში ჩამოიტანა. დაასახელეთ ეს ადამიანი.

60

12. ერთ ნაწარმოებში პატიმარი, რომელიც ციხეს ტოვებს ციხის უფროსს ეუბნება სიტყვას, თუმცა მაშინვე ნანობს, რომ სხვა სიტყვა არ უთხრა. დაასახელეთ ქართული სიმღერა, რომლის სათაურშიც ორივე სიტყვა ფიგურირებს.

60

13. აგათა კრისტიმ რომანი ,,ფარდა“ 1940-იანი წლების დასაწყისში დაწერა, მაგრამ გამოსცა 1975 წელს. მიუხედავად ამისა, ამ რომანში ძალიან ცოტა ანონიმია. აღადგინეთ სიტყვა, რომელსაც ასოები ამოვაკელით.

60

14. იქსის შესახებ სტატიაში მოცემულია ლინკები ჯამაჰირიასა და ისლამურ სოციალიზმზე. სხვა იქსის შესახებ სტატიაში კი პარალელია გავლებული ფილმთან ,,მის დეიზის მძღოლი“. დაასახელეთ იქსი.

60

15. ბოლივიაში მდებარე იქსისგან ნაგებ სასტუმროში მკაცრად იკრძალება კედლის გალოკვა. გადმოცემის თანახმად, ზღვასთან მდებარე იქსის იგრეკი უნახავს იოსებ ფლავიუსს, ირინეოს ლიონელს და კლიმენტი რომაელს. დაასახელეთ ის, ვინც იქსის იგრეკად იქცა.

60

16. საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე ნაპოლეონ ეჟენი აფრიკაში დაიღუპა. მისი ხსოვნის პატივსაცემად ერთ-ერთი ასტეროიდის თანამგზავრს უწოდეს ასეთი იქსი. დაასახელეთ ასეთი იქსი.

60

17. მაორი ჰორეტა ტანივჰას თქმით, ევროპელები იყვნენ იქსების მსგავსი არსებები, რადგან მათ თვალები თავის უკანა მხარეს ჰქონდათ და ნავით ნაპირისკენ ზურგშექცევით მოცურდნენ. იქსი არის ადამიანი ობობას მოწინააღმდეგე. დაასახელეთ იქსი.

60

18. ფილიპ როთის ნაწარმოების პერსონაჟი აქებს ორგანიზაციას, სადაც ის მუშაობს და ამბობს, რომ კომპანია ფულს უხდიდა იქსის დროსაც კი. მკვლევრები ფიქრობენ, რომ იქსი საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომმა დაასრულა. დაასახელეთ იქსი ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით.

60

19. საქართველოს ეროვნული გმირის პატივსაცემად ზაქარია ფალიაშვილმა თავისი ოპერის მთავარ გმირს დაარქვა სახელი. დაასახელეთ ამ გმირის ერთსა და იმავე ორ ასოზე დაწყებული სახელი და გვარი.

60

20. ტრადიციის თანახმად, 1678 წლიდან ინგლისის ქალაქ ჰაი უიკომბის მოედანზე ახლადარჩეული მერი ამ მოწყობილობის საშუალებით გადის პროცედურას. დაასახელეთ ურანოსის შვილის სახელი, ვისი ატრიბუტიც არის ეს მოწყობილობა.

60

21. 2023 წლის ეკრანიზაციის დასაწყისში, ვხედავთ ჰაერში დაკიდებულ ყუთს, რომელსაც კითხვის ნიშანი ახატია. დაწერეთ ამ ეკრანიზაციის ორი მთავარი პერსონაჟის სახელი.

60

22. როცა ფილმის ტიტრებში სცენარისტებთან მიმართებაში ეს სიმბოლო ფიგურირებს, იგულისხმება, რომ ისინი ტექსტზე ერთად და ერთდროულად მუშაობდნენ. გამოსახეთ ეს სიმბოლო პასუხის ფურცლებზე.

60

23. ყურადღება!!! იქსით შეცვლილია ოთხი სიტყვა თოვლის მაიმუნები ცივ ჩრდილოეთში ვულკანთან ახლოს ცხოვრობენ. ამ საკითხისადმი მიძღვნილი გადაცემის წამყვანმა იხუმრა, რომ თოვლის მაიმუნები, შეიძლება ითქვას, ყოველდღე უსმენენ იქსს. დაასახელეთ იქსის ავტორი, რომელიც ნიუ ჯერსის შტატში დაიბადა.

60

24. დასარიგებელი მასალა თქვენ დაგირიგდათ ფრიდრიხ ვილჰელმ ჰაინეს ნამუშევარი, რომელიც მან მიუძღვნა იქსს. დაასახელეთ იქსი ერთი არაქართული სიტყვით.

Image description 60