1. რელიგიათმცოდნე რობერტ ბელა არ გამოჰყოფს ერთმანეთისგან ისტორიას და ევოლუციას.ირონიულია, რომ ავტორი თავის წიგნში რელიგიის ისტორიაზე საუბარს იწყებს....ყურადღება შეკითხვა, რითი?
602. ერთმა კრეატიულმა სააგენტომ შექმნა პოსტერი, რომელმაც ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სასწავლებლად სტუდენტები უნდა მიიზიდოს. პოსტერზე გამოსახულია ნაგვის ყუთში ჩაყრილი დაწუნებული კინოსცენარები, რომელნიც გარეგნულად ჰგვანან ... დაასახელეთ ინგლისური წარმომავლობის სიტყვით...რას?
603. ყურადღება, შეკითხვაში იქსით შეცვლილია ორფუძიანი სიტყვა! ღარიბი რაინდის კლუზელის საგვარეულოს დეგრადაციაზე საუბრისას, ბარბარა ტაკმენი აღნიშნავს, რომ რაინდის შვილიშვილი უკვე იქსის მოვალეობებს ასრულებდა. დაასახელეთ 1605 წელს გამოსული ნაწარმოების პერსონაჟი, რომელიც იქსის მოვალეობებს ასრულებს.
604.ერთი კომედიური სერიალის პერსონაჟს პატარა გოგონა ბეისბოლის კეტით კბილებს ჩაუმსხვრევს, განრისხებული პერსონაჟი კი აღნიშნავს, რომ ვერ იტანს ესპანური წარმოშობის ამ სიტყვას. რომელ სიტყვას?
605. კერძი ფორშმაკი, რომელიც ყველაზე დაბალი ხარისხის ქაშაყისგან მზადდება, ძალიან გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ აშკენაზ ებრაელებს შორის. ებრაული გამოთქმის თანახმად, ფორშმაკი გიცავს ანტისემიტებისაგან, ისევე როგორც პირველი მეორეებისგან. დაასახელეთ პირველიც და მეორეებიც.
606. იოჰან ჰეიზინგას აზრით, ძველ საბერძნეთში სახვითი ხელოვნების წარმომადგენლებს იმდენად არასერიოზულად უყურებდნენ, რომ მათ საკუთარი იქსიც არ გამოუყვეს. დაასახელეთ იქსი ორმარცვლიანი სიტყვით.
607. დასარიგებელი მასალა: ალეხანდრო გარნაჩო გოლების აღნიშნვისას ხშირად თავის კერპს ბაძავდა. ერთ-ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა გარნაჩოს მაისურზე დაამატა ერთი სიმბოლო. დაწერეთ ამ სიმბოლოს სახელი.
60
8. ალეკ ბოლდუინს არ უყვარს როდესაც მის პირად სივრცეს არღვევენ. რობერტ დენიროს ხუმრობის თანახმად, ერთხელ ალეკმა გააკეთა ეს და შემდეგ საკუთარი თავი გალახა. დაასახელეთ სიტყვები, რომლებიც ჩვენ შევცვალეთ ამის გაკეთებით, თუ მათგან ერთ-ერთი ინგლისური წარმოშობისაა.
609. 2003 წელს იან ლივეიმ განაცხადა, რომ ვერ გაარჩია ცნობილი ობიექტის ერთი ქონგურიც კი. ჩვენ არ გეკითხებით ამ ობიექტს, დაასახელეთ იან ლივეის პროფესია.
6010. XVI საუკუნის ნაწარმოებში მზე სამეფო ტახტზე არის წამომჯდარი. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.
6011. უიტნი ჰიუსტონის ბიოგრაფიულ ფილმში ნათქვამია, რომ მომღერლის ხელოვნება თეთრკანიანების მუსიკასთანაა შეზავებული, რის გამოც მის შემოქმედებას ადარებენ იქსს. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით, თუ ის ერთ ასოზე იწყება და მთავრდება.
6012. რომენ გარის პერსონაჟი ამბობს, რომ აშშ-ს მთავრობას შავკანიანი ახალგაზრდების ცხოვრებიდან გამოთიშვა სურს და შედეგად მათგან იქსს მიიღებს. იქსის ალტერნატიულ სახელწოდებაში გვხვდება 1914 წელი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით
6013. პიაცა დე ლა სინიორიაზე მიქელანჯელოს “დავითის” წინ, გარკვეული დროის შემდეგ, ბენვენუტო ჩელინის სკულპტურული კომპოზიცია აღმართეს. ხელოვნებათმცოდნე ჰანიბალ დე პენსიერის თქმით, ჩელინის თავისი ქმნილებით თითქოს იმის თქმა სურდა, რომ თავად კი არ განიცდის მიქელანჯელოს გავლენას, არამედ უპირატესია მასზე და დავითი სწორედ მან (ჩელინიმ) გადააქცია ქვად. დაასახელეთ, რა უკავია ხელში ამ სკულპტურული კომპოზიციის მთავარ პერსონაჟს.
6014. .[დასარიგებელი მასალა: გამამედა ] მოგზაურ ერნსტ ჰეკელს შრი-ლანკაზე ყოფნისას ემსახურებოდა ადგილობრივი ბიჭუნა სახელად გამამედა, რომელიც ჭამის დროს მას ქოქოსებს უმტვრევდა. ჰეკელმა ბიჭუნას მცირედით შეუცვალა სახელი და ასე მოიხსენიებდა. როგორ?
6015. შვედურ-დანიური სერიალის “ხიდის” სახელწოდებაში სეზონების მატებასთან ერთად იქსების რაოდენობაც იზრდებოდა. იქსი 1965 წელს დაბადებული ცნობილი მუსიკოსის მეტსახელია. დაწერეთ ან გამოსახეთ იქსი თქვენი პასუხის ფურცლებზე.
6016. გირჩევთ შეკითხვა ჩაიწეროთ! სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთში ვეღარ შემოდის უცხოური თვითმფრინავების ნაწილები, ამიტომ საჭირო გახდა ე.წ. საავიაციო ანალიზი. წინა წინადადების ერთ სიტყვაში ოთხი ასო გამოვტოვეთ. აღადგინეთ ეს სიტყვა.
6017. ერთ ფილმში არც თუ ისე ჭკვიანი ამინდის წამყვანი სტუდიურ გარემოში ყოფნის დროს, მაყურებელს იქსს ულოცავს. ბინგ კროსბის ალბომში სახელწოდებით “იქსი” გვხვდებიან ლირიული პერსონაჟები - მისტერ მაკნამარა და მისის მერფი. დაასახელეთ იქსი სამი სიტყვით.
6018. [დასარიგებელი მასალა: ალ ….. ] ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ქალაქ ოლდ ბრიჯთან ახლოს ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით პასტის ნაწარმი, რამაც ადგილობრივ პრესაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ჟურნალისტები ამ დანაგვიანებას გამოგონილ წარმომავლობის კრიმინალსაც კი მიაწერდნენ, რითაც მაფიასაც გაკრეს კბილი. თქვენთვის დარიგებულ მასალაზე ჩვენ მისი გვარი დავმალეთ. აღადგინეთ ეს გვარი.
6019. 1315 წელს კოკისპირული წვიმების გამო, ლუი X-მ ფრანგების ჯარს ფლანდრიიდან უკანდახევა უბრძანა. ფლანდრიელები ღმერთს მადლობას სწირავდნენ, თუმცა მალე აღმოჩნდა, რომ მათ ფრანგებზე მეტად იქსის უნდა შეშინებოდათ. თავდაპირველად იქსი ანონიმურად გამოქვეყნდა და მის ავტორად მიიჩნევდნენ არნე გარბორგს, რომელიც ღარიბი სტუდენტების ყოფაზე წერდა. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით, რომელშიც ყველა ხმოვანი ერთნაირია.
6020. მომღერალი რონი სპექტორი იხსენებს, რომ "ბიტლზებთან" ერთად გასტროლებზე ყოფნისას მანქანაში ჯდებოდა, როდესაც ფანებმა ჩათვალეს, რომ ავტომობილში "ბიტლზის" წევრებიც იმყოფებოდნენ. რონის თქმით, მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში მას თავი 1963 წელს გამოსულ ამ ფილმში ეგონა. რომელში?
6021. [დასარიგებელი მასალა: მობილიზმი] თქვენ დაგირიგდათ ხელოვნების ქვეჟანრის სახელწოდება, რომლის მიმდევრები თავის შემოქმედებაში იყენებენ ისეთ ფიგურებს, რომელნიც რეალურ სამყაროში ფიზიკურად ვერ იარსებებენ. მასალაზე ჩვენ ამოვაკელით ოთხი ასო. აღადგინეთ ჟანრის ორიგინალური სახელწოდება.
6022. მაიკლ კლენჩის გამოთვლების თანახმად, XIII საუკუნის ინგლისში ოფიციალური დოკუმენტების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ეს დასკვნა მკვლევარმა გააკეთა კანცელარიის ჩანაწერების საფუძველზე, სადაც ვკითხულობთ, რომ იქსის მოხმარება 10-ჯერ გაიზარდა და წელიწადში დაახლოებით 14 კილოგრამი შეადგინა. მარგერიტ იურსენარის ისტორიული რომანის პერსონაჟი დიდი წვეულების მოწყობას აპირებს, რის გამოც დიდი რაოდენობით იქსს შეიძენს. დაასახელეთ იქსი სიტყვით, რომელშიც ყველა ხმოვანი ერთნაირია.
6023. 1960-იანი წლების დასასრულს "ბითლზის" წევრები ძალიან ხშირად იცვლიდნენ ვარცხნილობას. კრეიგ ბრაუნის თქმით, ამის გამო, ყველაზე მეტად ამ დაწესებულების თანამშრომლები წუხდებოდნენ. რომელი დაწესებულების?
6024. ანტონია ბაიეტის პერსონაჟები ადიდებული თემზის სხვადასხვა ნაპირებზე ცხოვრობენ. ავდრიან დღეებში ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ, ისინი ბოლოს და ბოლოს შეხვდებიან ერთმანეთს და ერთ ეპიზოდში შესცქერიან ამას. დაასახელეთ ეს ორფუძიანი სიტყვის გამოყენებით.
60