I ლიგა, ზონა B V ტური, 14.05.2023.

საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აზრობრივი პასუხები თქვენვე ჩაითვალეთ სწორ პასუხებად :)

1. XXI საუკუნეში გამოსული ამ ფილმის ტრეილერისთვის გამოიყენეს კომპოზიცია სახელწოდებით ,,გონების მოპარვა”. სატესტო ჩვენებებისთვის კი პროდუსერებმა აირჩიეს კოდური სახელწოდება ,,ქვიშის საათი”. დაასახელეთ ეს ფილმი.

60

2. ესსეში სახელწოდებით იქსის დაბნელება, ვახტანგ ჯავახაძე განიხილავს ოლიას მიერ მეუღლისადმი გამოგზავნილ ერთ-ერთ უკანასკნელ წერილს. დაწერეთ იქსი ერთსა და იმავე ორ ასოზე დაწყებული ორი სიტყვით.

60

3. გაბრიელე დ'ანუნციოს იქსის მონაწილე პერსონაჟი პირობას დებს, რომ მის წინ მდგომი მამაკაცის მკერდს მიხაკით შეამკობს. დაასახელეთ იქსი ლათინური წარმოშობის სიტყვით.

60

4. დასარიგებელი მასალა: თქვენ დაგირიგდათ არქიტექტორ ფედერიკო ძუკარის მიერ აგებული ერთ-ერთი სასახლის კარის გამოსახულება. საინტერესოა, რომ ძუკარის ასევე უმუშავია შუა საუკუნეების ცნობილი ნაწარმოების ილუსტრაციებზე. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.

Image description 60

5. ყურადღება, შეკითხვაში გამოტოვებაა: ავსტრიელი მწერლის, თომას ბერნჰარდის წიგნში, პერსონაჟი იხსენებს, თუ როგორ გადიოდა რეპეტიციებს არტეუმში გლენ გულდთან ერთად. შეკითხვის ტექსტში, ერთ-ერთ სიტყვაში გამოტოვებულია ასოები. აღადგინეთ სიტყვა თავდაპირველი ფორმით.

60

6. ესსეში სახელწოდებით ,,ენის სხეული” ზაზა თვარაძე წერს: ,,ასე დაწყლულებული და დაიარებული ენა უკვე აღარ გამოდგება საურთიერთოდ და ადამიანთა არსებული ერთობაც ირღვევა.” ამავე აბზაცში მწერალი ახსენებს იქსს. დაასახელეთ იქსი ქართული ანბანის მეზობელ ასოებზე დაწყებული ორი სიტყვით.

60

7. დასარიგებელი მასალა: შეკითხვაში იქსით შეცვლილია ორი სიტყვა. თქვენ ახლა დაგირიგდათ სამეფო სასახლის ერთ-ერთი პავილიონი თამაშიდან "Royal Match". ამ პავილიონის სახელია იქსი. დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის სახელიც ქართულად ითარგმნება როგორც იქსი.

Image description 60

8. გოლი თარაყის შემოქმედებაზე საუბრისას როსტომ ჩხეიძე დასძენს, რომ თარაყის პერსონაჟები შემოქმედნი არ არიან, თითოეულ სიტყვაზე გამობული ძაფი რომ შეამჩნიონ და სამყაროს იქსის ფერდებზეც მათ ნასკვებს მიადევნონ თვალი. დაასახელეთ იქსი ერთი სპარსული წარმოშობის სიტყვით.

60

9. მულტსერიალ "გრავითი ფოლსის" ერთ ეპიზოდში მოქმედება იდუმალებით მოცული ხალიჩის გარშემო ვითარდება. ეპიზოდის ორიგინალური სათაური ერთი ასოთი განსხვავდება ცნობილი ლათინური გამოთქმისგან. დაწერეთ ეს ორსიტყვიანი სათაური პასუხის ფურცლებზე(ლათინურად).

60

10. ფილმში “ავატარი”, ჯეიკ სალის პერსონაჟი ახალ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის მიზნით მდედრობითი სქესის არსებას დაუახლოვდება. არაერთი მიმომხილველის აზრით, სიუჟეტი ძალზედ წააგავს ნამდვილ ისტორიას, ხოლო ჯეიკ სალის პროტოტიპად ეს ადამიანი უნდა მივიჩნიოთ, რაზედაც იდენტური ინიციალებიც მიუთითებს. დაასახელეთ ეს ადამიანი.

60

11. თურმე, ერთხელ, დავით წერედიანთან ქეიფისას, სუფრის ერთ-ერთ წევრს ამ ადამიანის სახელი უხსენებია, რაზედაც დავით წერედიანმა წამოიყვირა - ნოდარიკო ნარსია. დაასახელეთ ეს ადამიანი

60

12. ყურადღება შეკითხვაში გამოტოვებაა. ბრიუსელში "გოგონას ქანდაკების" სიახლოვეს მდებარე საკვები ობიექტი "დელირიუმ კაფე" ლუდის მდიდარი მენიუთი გამოირჩევა. პასუხის ფურცლებზე აღადგინეთ სიტყვა, რომელიც შეკითხვის ტექსტში გამოვტოვეთ.

60

13. ანიმაციურ ფილმ "ასტერიქსი - ღმერთების მიწის" პერსონაჟი სახელად ფონიქსი განსაკუთრებით უნიჭო მუსიკოსია. დაასახელეთ 1982 წელს დაბადებული სპორტსმენი, რომლის მეტსახელიც შეკითხვის ტექსტში გამოვტოვეთ.

60

14. (გირჩევთ ჩაიწეროთ) ერთ მოთხრობაში ავტორი განიხილავს ხელოვნური ინტელექტის აუდიო სისტემას და დასძენს, რომ ადრე მკვეთრი, ლითონისებური ხმა ჰქონდა, ახლა კი გარბილებულიყო, ხავეროდოვნება შემატებოდა და სასიამოვნო ბატონად ქცეულიყო. წინა წინადადების ერთ სიტყვაში ჩვენ გამოვტოვეთ ორი ასო. აღადგინეთ სიტყვა თავდაპირველი ფორმით.

60

15. მითიურ დროზე საუბრისას, ერთი მკვლევარი ამბობს, რომ მითების მთხზველს ჰქონდა იქსი, რაც ღმერთების ნების წინააღმდეგ სვლაში გამოიხატებოდა. იგრეკის მოქმედების დედააზრიც სიცოცხლის, სინათლის გამოგლეჯა იყო. დაასახელეთ იგრეკი და იქსი, თუკი ისინი ერთსა და იმავე სამ ასოზე იწყება

60

16. ფრანც კაფკა აღწერს ზამთრის დილას ღარიბულ სახლში და სევდიანად შენიშნავს, რომ იქსი მისაღებ ოთახში თავისუფლად სუნთქავდა. ქართული რებუსების ერთ გამოცემაში „იქსი“ მტაცებელი ფრინველისა და შინაური ცხოველის მეშვეობით არის გადმოცემული. დაასახელეთ იქსი

60

17. ამ ტოპონიმის შესახებ შექმნილ სტატიაში ნახსენებია ობიექტი NGC 3389. ლექსში, რომელიც ამ ადგილს ეძღვნება, ერთმა ქართველმა პოეტმა გამოიყენა 10 ნომინალიანი მსხვილი და 20 ნომინალიანი წვრილი ფულის ერთეულის სინონიმები. დაასახელეთ ეს ტოპონიმი.

60

18. დასარიგებელი მასალა: [ Halomonas nicae ] მარილის მოყვარულ ბაქტერიას, რომლის სახელის ფრაგმენტიც ახლახან დაგირიგდათ, მეცნიერები ერთ-ერთ საფრთხედ განიხილავენ ოკეანეში ნავთობის მოსაპოვებელი ჭაბურღილების ფუნქციონირებისთვის. დაწერეთ ოთხი ასო, რომელიც ჩვენ დასარიგებელ მასალაზე დავფარეთ(ლათინურად)

60

19. (შეკითხვა ნომერი 19) 2021 წელს შესრულებულ ჩანაწერში ერთი ადამიანი ამბობს, რომ ჯვრისწერის შემდეგ მან და მისმა მეუღლემ, სამწუხაროდ იქსის გვირგვინიც დაიდგეს თავზე. დაასახელეთ იქსი გნებავთ ერთი გრძელი სიტყვის, გნებავთ აბრევიატურის გამოყენებით.

60

20. კოტე მახარაძის აზრით, სწორედ პელე იქნება ყოველთვის ის ფეხბურთელი, რომელსაც საუკეთესო მოთამაშეებს შეადარებენ. ამის გამო კომენტატორი პელეს ადარებს იქსს. იქსთან გადაღებულ ერთ ფოტოზე შეგვიძლია ვიხილოთ ადამიანი, რომელსაც ხელში GPS ნავიგატორი უჭირავს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

60

21. ოთარ ჭილაძის ლექსში „ზოოპარკი“ ნათქვამია, რომ ის სწრაფია როგორც ენგური. დაასახელეთ ის თანამედროვე კუკთაუნის შემოგარენში მცხოვრები ხალხის ენიდან მომდინარე სიტყვით.

60

22. ყურადღება: კითხვაში „იქსებით“ შეცვლილია ორი სიტყვა. მიშელ უელბეკის პერსონაჟი შვებულების გასატარებლად ყოველთვის ტროპიკულ ზონას ირჩევს და არჩევანს იმით ხსნის, რომ საფრანგეთში იქსებს შორის მკვეთრ სხვაობას ვერ ეგუება. დაასახელეთ 1717 წელს შექმნილი იქსების ავტორის გვარი.

60

23. ალექსეი ანანენკო, ვალერი ბესპალოვი და ბორის ბარანოვი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის დროს საკუთარი ნებით შევიდნენ მეოთხე ენერგობლოკში რადიაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყლის გამოსაშვებად. ერთ სტატიაში მათ მოიხსენიებენ კრებითი სახელით, რომელიც 2016 წლის ფილმის სათაურს ემთხვევა. დაასახელეთ ეს ფილმი.

60

24. საიმონ ფილიპსის, ტონი ჰიუმასისა და ჯიმ დაიმონდის მიერ შექმნილი ამ მუსიკალური კოლექტივის სახელით, ჯგუფის წევრები გარკვეულწილად უმაღლეს განათლებასაც დასცინოდნენ. დაწერეთ კოლექტივის სახელწოდებაmსამი ასოს გამოყენებით (ლათინურად)

60