1. “კომედი შოუს” ერთ სახუმარო სიმღერაში მთიული სწუხს რომ მარტო დარჩა და იქსიც კი აღარ ეხმიანება (აღარ პასუხობს). სულ მცირე ხნის წინ, იქსმა გაიჟღერა M&S Bank Arena-ზე. (ემ ენდ ეს ბანკ არენაზე) დაასახელეთ იქსი.
602. ლიტერატურული კრიტიკოსი ჯეკ ზიპსი, ჰყვება რა სლენდერმენზე - ბავშვების გამტაცებელ ინტერნეტ-პერსონაჟზე, ახსენებს ევროპულ ქალაქს. დაასახელეთ ეს ქალაქი.
603. ყურადრება, კითხვაში ცვლილებაა. კეტრინ ნევილის ერთი რომანის პერსონაჟია არქივარიუსი ჰორაციუსი. ის თანმხლებს ათვალიერებინებს ბიბლიოთეკას და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბერნარ კლერვოელის ნაშრომების კოლექციაზე. დაასახელეთ სახელი რომელიც შევცვალეთ ჰორაციუსით.
604. როგორც წესი, ის იწყება ტანსაცმლის დაწვრილებითი აღწერით. ცნობილი ის გაიმართა ამსტერდამის ზომა-წონის პალატაში. დაასახელეთ ადამიანის გვარი, ვინც ხელმძღვანელობდა ამ პროცედურას.
605. ალკოჰოლიკებისთვის და ველოსიპედისტებისთვის დამახასიათებელ დაზიანებებს ხშირად იქსის დაავადებას ეძახიან. იქსის ტბად მოიხსენიებენ კუნძულ ტრინიდადზე მდებარე პიჩ-ლეიკს, სადაც ძირითადი ნედლეულის გარდა, ასევე მოიპოვებენ ბიტუმს. დაასახელეთ იქსი.
606. შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ეს აფრიკული დედაქალაქი იყო მდიდარი პორტი, რის გამოც იქ უამრავი მეზღვაური იყრიდა თავს. ამ ქალაქის სახელწოდებამ განიცადა ტრანსფორმაცია, ადრე კი მის დაბოლოებაში გვხვდებოდა სიტყვა „შაჰი“. დაასახელეთ ეს აფრიკული დედაქალაქი..
607. ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის კომენტატორმა თქვა: - წინა თამაშში გაიტანა მიქაუტაძემ, შემდეგ ჯელოუმ. დღევანდელ შეხვედრაშიც გაიტანა მიქაუტაძემ და მერე - ჯელოუმ. ფრანგული მატჩი გვაქვს და ვიტყვი ფრანგულად... რა წარმოთქვა ამის შემდეგ კომენტატორმა?
608. ერთ ფილმში, ასაკში შესული, სტაჟიანი ჟიგოლო ეუბნება მეგობარს: - ამჯერად გულიანი ქალი უნდა ვიპოვო, მაგრამ ეს გული უნდა იყოს ... (ყურადღება!) როგორი?
609. ყურადრება, კითხვაში ცვლილებაა. ხელბურთში ერთ-ერთი მატჩისას, კომენტატორმა ესპანელთა მეკარის შესახებ თქვა: - პარადოქსულად ჟღერს მაგრამ ერთმა ესმერალდამ გადაასწრო მთელ გერმანიას“. დაასახელეთ ის, რაც შევცვალეთ სიტყვით „ესმერალდა“.
6010. - დასარიგებელი მასალა - მარლონ ჯეიმსი არის ავტორი რომანისა „შვიდი მკვლელობის მოკლე ისტორია“. ეს რომანი მოგვითხრობს 1976 წელს ცნობილ ადამიანზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. ნახსენები ნაწარმოების დამსახურებით, ჯეიმსი გახდა ამ ქვეყნის წარმომადგენელი პირველი მწერალი, რომელმაც მიიღო ბუკერის პრემია. დაასახელეთ ეს ქვეყანა.
60
11. 2018 წლის ფხიონჩხანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების თილისმა გახლდათ თეთრი იქსი სახელად სუხორანი. დაასახელეთ 2001 წლის ნაწარმოები, რომელშიც იქსმა შეცდომის წყალობით მიიღო მონადირი სახელი
6012. ყურადრება, კითხვაში ცვლილებებია.2022 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ერთ ქართულენოვან სტატიაში ეწერა: პუტინს ეფსიზე უფრო ეფსილონის ეშინია. დაწერეთ ორი სიტყვა, რომლებიც შევცვალეთ „ეფსით“ და „ეფსილონით“.
6013. ფენტეზიში „მალეფისენტა“ ვივიენ ჯოლი-პიტმა ითამაშა ხუთი წლის პრინცესა ავრორას როლი, რადგან ტყუპისცალი დისგან განსხვავებით არ შეეშინდა დედის იქსის. დაასახელეთ იქსი გვარის გამოყენებით, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებიც ჰანაუში დაიბადნენ.
6014. ყურადღება, შეკითხვაში ცვლილებაა. ფრაზა კინოანონსიდან: „ალბერტ ჰიუზის ფილმი „ალფა“ საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს, გაიგოს, თუ როგორ მოახერხა ადამიანმა დრაკონის მოთვინიერება“. რომელი სიტყვა იქნა შეცვლილი სიტყვით „დრაკონი“?
6015. „ნაპოლის“ ჩემპიონობასთან დაკავშირებულ ერთ სიუჟეტში გაიჟღერა ასეთმა სიტყვებმა: „სამხრეთმა გაიმარჯვა! სულ მცირე ერთი წლით მაინც, იქსები და იგრეკები გათანაბრდნენ“. „იქსები და იგრეკები“ შეიქმნა 1967 წელს ქ. გენუაში. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც ანტონიმური სიტყვების გამოყენებით.
6016. ტელეარხ Discovery-ის გადაცემის ქუდში, რომელიც ანდერს ბრეივიკის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტს ეხება, ჯვრებს საფლავებზე ცვლის 90 გრადუსით შემოტრიალებული იქსი. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
6017. ფილმ „შავი პანტერა“-ს დაკითხვის სცენაში ორი პერსონაჟი ერთმანეთს კითხვებს უსვამს. საინტერესოა, რომ ამ როლების შემსრულებელი მსახიობები ერთმანეთს კითხვებს უსვამენ 2012 წლის სხვა ცნობილ ეკრანიზაციაშიც. დაასახელეთ 2012 წლის ფილმის ამ ორი პერსონაჟიდან ერთ-ერთი.
6018. მოისმინეთ სტროფი ერთ-ერთი თანამედროვე მუსიკალური კომპოზიციის რეპ-ჩანართიდან: დროა რაღაცით შევცვალოთ გრძნობები, თვალები მონატრებამ ცვარივით დანამა, ვცდილობ გავიხსენო მუზის მელოდია, მაგრამ მოტივი ვერ იცნო ....... ? დაასრულეთ სტროფი ერთი სიტყვით!
6019. სარეკლამო რგოლში კაფე-ბარის სტუმარი ვერ ცნობს ადამიანს ფორთოხლის გამო. დაასახელეთ ავტორი 1964 წლის ქმნილებისა, რომლის პერსონაჟის ცნობაც ანალოგიური მიზეზითაა შეუძლებელი.
6020. - დასარიგებელი მასალა - თქვენს წინაშეა კადრი ცნობილი სამხრეთკორეული სერიალიდან „კალმარის თამაში“. ცნობილია რომ სერიალის რეჟისორი და სცენარის ავტორი ჰვან დონ ჰიოკი არის 1898 წელს ქალაქ ლეუვარდენში დაბადებული ხელოვანის თაყვანისმცემელი. დაასახელეთ ეს ხელოვანი.
60
21. ყურადრება, კითხვაში ცვლილებაა. სერიალში „კალმარის თამაში“, მთავარ პერსონაჟს სთავაზობენ მოგებული თანხის მრავალჯერადად გაზრდას. პერსონაჟს ეჭვი შეიპყრობს და ახსენებს მასტაბას. დაასახელეთ სიტყვა რომელიც შევცვალეთ სიტყვით „მასტაბა“.
6022. საიტ marketwatch.com-ის სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანია Apple ამას საფონდო ბირჟებზე აკეთებს. სკოლაში ამის გამომწვევ მიზეზებად, შესაძლებელია, ასევე მივიჩნიოთ ფიზიკური თავისებურებები, წარმომავლობა, რელიგიური ან კულტურული მიკუთვნებულობა. დაასახელეთ ეს.
6023. 2018 წლის მულტფილმი მოგვითხრობს ბიჭუნაზე, რომლის ექსცენტრული მამა მთელ დროს არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენელთა ძიებაში ატარებს. ბიჭუნას ონავარი მეგობრები აბრაზე, რომელსაც მამის პროფესია აწერია, ერთ ასოს შეცვლიან და კლინიკური მედიცინის განხრით მოღვაწე სპეციალისტის პროფესიას მიიღებენ. დაასახელეთ ეს პროფესია.
6024. ზვიად ციკოლიას მოსაზრებით, პირველ ქართულ კოსმოსურ ხომალდს უნდა ჰქონდეს გადმობრუნებული იქსის ფორმა. ლუიჯი პირანდელოს მოთხრობა „იქსი“, იწყება ზეთისხილის უხვ მოსავალზე და ზეთისხილის (ზეითუნის) ზეთზე საუბრით. დაასახელეთ იქსი.
60