1. ყურადღება პირველი შეკითხვა! გელა ჩარკვიანი წერს რომ მამამისი კანდიდ ჩარკვიანი საქართველოს ცეკას მდივანი გახდა 1938 წელს. „მე მომდევნო წლის პირველ მარტს დავიბადე, როცა მამა უკვე საბჭოთა საქართველოს იქსი იყო“. წინა წინადადება თქვენ მოისმინეთ იქსში. დაასახელეთ იქსი ერთსადაიმავე 3 ასოზე დაყებული სიტყვებით.
602. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას მეორე იყო ქვეყნის ყველაზე ქრისტიანული ქალაქი, ამიტომ ადგილობრივები საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებულები იყვნენ. სინამდვილეში ღამის დაბომბვები უბრალოდ არასრულყოფილი რადარის გამო იყო შეუძლებელი. აი დღისით დაბომბვას კი ვერაფერმა შეუშალა ხელი. დაასახელეთ მეორე.
603. ყურადღება, შეკითხვა N3! ერთ მუსიკალურ ალბომში შესულია მხოლოდ ბალალაიკაზე და ჭუნირზე შესრულებული თუშური სიმღერები. ალბომის სახელია „ალვანის ორი ერი“ (ალვანი სოფელია). რა სიტყვებია შეცვლილი სიტყვებით „ორი ერი“?
604. ვაგრძელებთ! ცნობილი გენუელის შესახებ არსებული ჭორებიდან ერთ-ერთის თანახმად, ამ ადამიანის მეოთხე ალფა მისივე გაგუდული ცოლის ნაწლავისგან იყო გაკეთებული. რომელი სიტყვა შევცვალეთ კითხვაში სიტყვით ალფა?
605. ბერნარ ვერბერი თავის ერთ წიგნში წერდა, რომ ყოველ თანამედროვე ოჯახში მეფე ისაა, რომელსაც ხელთ სკიპტრა უპყრია. ნივთი, რომელიც მან იგულისხმა სკიპტრაში 1955 წელს გამოიგონა იუჯინ პოლიმ. რა ნივთზეა საუბარი?
606. დასარიგებელი მასალა: ინდოელმა მხატვარმა კაპილ ბჰაგატმა ნახატების სერია შექმნა, რომლებზეც ცნობილი მეცნიერების სახელები და მათი მიღწევები გამოსახა. რომელი მეცნიერის გვარია დასარიგებელ მასალზე?
60
7. დასარიგებელი მასალა: Maurits Cornelis Escher ვაგრძელებთ! მომღერალ “უცნაური ელ” იანკოვიჩის ("Weird Al" Yankovic) სიმღერა ჰიპ-ჰოპის სტილშია დაწერილი. ნაწარმოების ინტელექტუალი ლირიკული გმირი ამბობს, რომ მისი საყვარელი იქსი არის მორის კორნელიუს ეშერი. რა აბრევიატურაა შეცლილი იქსით?
608. ყურადღება, მერვე შეკითხვა! რიცხვებს ხშირად ზუსტი მნიშვნელობა არ ქონდა, მაგ. 40 ნიშნავდა ბევრს, ხოლო ეს რიცხვი უსასრულობას, მარადისობას. ერთი ქართული ორგანიზაციის სახელში შედის ეს რიცხვი. არ გეკითხებით რიცხვს, დაასახელეთ პროდუქცია, რომელსაც ყიდის აღნიშნული ობიექტი.
609. ისინი არსებობენ სფერული, მონოქრომატული და ცილინდრულიც კი. 2003 წელს, ერთ–ერთი მათგანის გამოყენებით, ბრაზილიელმა პიკურუტა სალაზარმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 37 წუთი გაძლო, და გადალახა 12.5 კმ.. სპორტის რომელ სახეობას მისდევს სალაზარი?
6010. სერიალ „მეგობრების“ ერთ ეპიზოდში წყვილი განიხილავს ბავშვისთვის მამრობითი სქესის ძიძას აყვანას. ბავშვისთვის. ერთ მომენტში ბავშვის მამა რომელიც წინააღმდეგია ამბობს, რომ მამაკაცი ძიძა იგივე რაც იქსი იგრეკი. დაასახელეთ საუკუნეების წინ მოღვაწე რომელიმე ქართველი იქსის სახელი, რომელიც შეიძლება ითქვას იყო იგრეკი.
6011. ერთმა ნეაპოლურმა გამოცემამ სტატია მიუძღვნა ვიქტორ ოსიმენს და ხვიჩა კვარაცხელიას. სტატიის ავტორმა ხაზი გაუსვა მათ შემოქმედებით სტილს და ერთს იქსი უწოდა მეორეს იგრეკი. მიქელანჯელო იყო იქსიც და იგრეკიც. ერთსადაიმავე ასოზე დაწყებული რა 2 სიტყვაა შეცვლილი იქსით და იგრეკით.
6012. ხშირად ენის და კულტურის თავისებურებებიდან გამომდინარე მთარგმნელები იძულებულები არიან ნაწარმოებების სათაურები ორიგინალისგან განსხვავებულად თარგმნონ. ამ მხრივ ძირითადად აღმოსავლური ენები გამოირჩევა. მე-17 საუკუნის დასაწყისის, რომელი ნაწარმოები ითარგმნა ჩინურად შემდეგნაირად: „რაინდი სატანის ცხოვრების აღსაწერად“?
6013. ეჟენ იონესკოს პიესის გმირი, მამაცი მეომარია, რომელმაც თავი უამრავ ბრძოლაში გამოიჩინა. თუმცა, ჯადოქართან შეხვედრისას, მეომარი ამბობს, რომ ხმალი იარაღი არ არის და პირველ რიგში – არის იქსი. დაასახელეთ იქსი, თუკი ის ფიგურირებს 1863 წელს დაარსებული ორგანიზაციის სახელში.
6014. ანდრეი პლატონოვის ანტიუტოპიურ რომანში „ქვაბული“ სიუჟეტი კომუნისტური საზოგადოების მშენებლობის პირობებში ვითარდება. მოთხრობის მცირეწლოვანი, წერა–კითხვის უცოდინარი, გმირი ხელმოწერის ნაცვლად ხატავს ჯვარს და ნახევარმთვარეს. რა სიტყვები შევცვალეთ წინა წინადადებაში?
6015. ვაგრძელებთ! 1997 წლის ქართულ ფილმის მიხედვით ასო „ა“-ს ამის ფორმა აქვს. წინა წინადადების 1 სიტყვაში ჩვენ გამოვტოვეთ 3 ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა.
6016. ყურადღება, შეკითხვაში იქსით შეცვლილია 1 სიტყვა! ანიმაციური სერიალის „ბოჯეკ ჰორსმენის“ ლოგოზე ერთ სიმბოლოს იქსის ფორმა აქვს. რას აქვს იქსის ფორმა 1997 წლის ფილმის მიხედვით
6017. ყურადღება, შეკითხვაში ალფით შეცლილი 2 სიტყვა, რომლებიც იწყება ანბანის მეზობელ ასოებზე! ერთი სერიალის ქართულ თარგმანში ვხვდებით უზუსტობას. კითხვაზე თუ „რა არის ახალი?“ - „What is new?” (ვოთ იზ ნიუ) პერსონაჟი პასუხობს, რომ ახალი არის ალფა. დაასახელეთ ალფა თუკი გეტვით, რომ ალფა არის ალფა.
6018. „საქართველოში 1980-1990-იან წლებში დაბადებულ თითქმის ყველა გოგონას ნონას, მაიას ან ნანას არქმევდნენ ხოლმე“. 1987 წლის 1 იანვარს დაბადებულ ამ ადამიანს ციტირებს Washington Post. დაასახელეთ მისი გვარი.
6019. დასარიგებელი მასალა: თქვენ ხედავთ კადრს 2020 წლის სერიალიდან. მთავარი გმირის, ბეთ ჰარმონის ჩაცმულობა ფინალურ სერიაში განასახიერებს ასეთ იქსს. დაასახელეთ ასეთი იქსი მაქსიმალურად ზუსტად.
60
20. კენიაში ქალებს, მაიმუნების გამუდმებული თავდასხმების გამო, ამის გაკეთება ურჩიეს. საინტერესოა, რომ ფრანგ ქალებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, 1792 წლის კანონით, რომელიც 2013 წლამდე მოქმედებდა, ეკრძალებოდათ ამის გაკეთება, თუმცა ფრანგი ქალები ამ აკრძალვას დიდ ყურადღებასაც არ აქცევდნენ. რა იგულისხმება ამის კეთებაში, თუკი გეტყვთ რომ წინა კითხვის დასარიგებელ მასალაზეც, პაერსონაჟი აკეთებს ამას.
6021. რუსი ოკეანოლოგი ანატოლი საგალევიჩი 1996 წელს ერთ ამერიკელთან მუშაობდა. ამ მუშაობის შედეგის ნახვა ერთი წლის შემდეგ შეიძლებოდა... სად?
6022. ნიუ–იორკის შტატში მდებარე მცირე ზომის დასახლება, თავისი სასაფლაოებით არის ცნობილი. აქ განისვენებს მსახიობი დადლი კლემენტსი, რომელმაც ითამაშა კინოფილმში „ნორვეგიული სიმღერა“. ასევე აქ განისვენებს მსახიობი ბილი ბურკი, რომელმაც პოპულარობა მოიხვეჭა, როგორც „ჩრდილოეთის კეთილმა ფერიამ“. დაასახელეთ ამ დასახლებული პუნქტის სახელწოდება, რომელშიც ყველა ხმოვანი ერთნაირია.
6023. ინგლისის რევოლუციის დროს, პარლამენტის არმიის ერთ–ერთი მთავარსარდალი, ესექსის გრაფი, სამხედრო კამპანიის წარმატებაში დარწმუნებული არ იყო. ლაშქრობაში გამგზავრებისას გრაფმა ისიც კი თან წაიღო, რაც სინამდვილეში მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ დასჭირდა. დაასახელეთ ის, თუკი შეიძლება ითქვას დღევანდელ ტურში არცერთი არ ყოფილა!
6024. დასარიგებელი მასალა: The party is …. ასე დაასათაურა ერთმა ამერიკულმა პერიოდულმა გამოცემამ წერილი, რომელიც ეძღვნებოდა 1991 წელს მომხდარ მოვლენას. აღადგინეთ სიტყვა.
60