I ლიგა - ზონა „ბ“ III ტური, 09.04.2023

საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აზრობრივი პასუხები თქვენვე ჩაითვალეთ სწორ პასუხებად :)

1. ერთ ძველ ჩინურ კულინარიულ წიგნში ნათქვამია: „იმას შორის, რაც კი იზრდება, დარბის, დაფრინავს და დაცურავს ცასა და მიწას შორის, არ არის არაფერი რისი [გამოტოვებულია სიტყვა] არ შეიძლება“. ყურადღება, შეკითხვა: დაწერეთ გამოტოვებული ერთი სიტყვა.

60

2. ერთხელ, ფეხბურთელმა როი კინმა იჩხუბა თანაგუნდელ პიტერ შმეიხელთან. კითხვაზე, რითი დაამტკიცებდა რომ ოპონენტი მართლა სცემა, როი კინმა მიუთითა მეორე დღის ფოტოებზე, რომლებზეც შმეიხელი ატარებდა ერთ აქსესუარს. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს აქსესუარი ორი სიტყვით.

60

3. ტომას ალფრედსონის ფილმის ასოციალური გმირი სამსახურის ბუფეტში იღებს საჭმელს და სანამ მაგიდას მიუჯდება, აკეთებს ამას. ერთ თამაშში გამარჯვებული ვლინდება მას შემდეგ, რაც აკეთებენ ამას. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ აზრობრივად, რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით „აკეთებს ამას“?

60

4. სტატისტიკურად გამოთვლილია, რომ წითელი ფერის ავტომობილის მძღოლებს აგრესიული და სწრაფი ტარება ახასიათებთ. ბევრ ქვეყანაში, წითელი ავტომობილების იქსი უფრო ძვირია. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.

60

5. იუმორისტულ კარიკატურაზე პითაგორა და აინშტაინი ჩხუბობენ ამის გამო. ყურადღება, შეკითხვა: დაწერეთ ეს ორი სიმბოლო.

60

6. ჩილეში წარმოებული ღვინის ბოთლის იქსები დამზადებულია მოაის ქანდაკებების ფორმით. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.

60

7. საუბრობენ რა მე-13 საუკუნეში გამეფებულ უვიცობაზე, მკვლევრები როჯერ ბეკონის წერილებს უწოდებენ იქსს უკუნით წყვდიადში. როგორც წესი, იქსებთან ასოცირდება არა წერილები, არამედ ტელეგრამები და დეპეშები. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.

60

8. სოციალური რეკლამის - „შავი უძილობა“ - პოსტერზე გამოსახულია გადიდებული თვალის გუგა. თუ მას ყურადღებით დააკვირდებით, დაინახავთ იქსს. ყურადღება, შეკითხვა: დაწერეთ იქსი ორი სიტყვით.

60

9. ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (ГМО) მოხმარებას შეუძლია მუტაციების გამოწვევა. სტატიაში, რომელიც ამ მითს აქარწყლებდა, ილუსტრაციების სახით გამოიყენეს მილანში დაბადებული ადამიანის ნახატები. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს მხატვარი.

60

10. რაოდენობის გაზრდის შემდეგ, ამ კომპანიას მადლობა გადაუხადეს მიუნხენგლადბახის სპორტულმა კლუბმა „ბორუსიამ“ და საფეხბურთო კლუბმა „მილანმა“, რომელმაც ყველა თავისი ჯილდო ჩამოთვალა. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს კომპანია.

60

11. ხრუშჩოვი წერდა, რომ მოლოტოვისა და სტალინის ტანდემში სტალინი მთავარ როლს თამაშობდა. რეალურად კი, ამის კეთება კლასიკური აღზრდა-განათლების მქონე მოლოტოვს შეეძლო. ფილმში, რომელიც მოგვითხრობს ევროპელზე, ნახსენებია ამის კეთება და ეშმაკისთვის მიყიდული სული. ყურადღება, შეკითხვა: რა სიტყვები შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით „ამის კეთება“?

60

12. ერთმა სუპერმარკეტმა მყიდველ ქალბატონს შესთავაზა იქსი, რადგანაც ქალმა იქამდე იყიდა სახის ლოსიონი სურნელის გარეშე და მინერალური კოსმეტიკა. აღნიშნულმა შეთავაზებამ ქალისთვის, ფაქტობრივად, შეასრულა იქსის როლი. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

60

13. მეორე ტურის პირველი შეკითხვა. რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, საპოლიციო საჭიროებებისთვის გამოეყენებინათ მტრედები. სტატიაში ამის შესახებ ეწერა, რომ იქსი ომსკში გამოჩნდა. იქსი მხატვრული ფილმის სახელწოდებაა. ყურადღება, შეკითხვა: დაწერეთ იქსი.

60

14. [დასარიგებელი მასალა: Sportsman of the year ] 1997 წელს, კომიკოსებმა ჯეი ლენომ და დევიდ ლეტერმანმა 1 ასო ამოაკლეს თქვენთვის დასარიგებელ მასალაზე გამოსახულ წოდებას და ამ ტიტულით დააჯილდოვეს... ყურადღება, შეკითხვა: ვინ?

60

15. ჟურნალისტი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთ ცნობილ ადამიანს ესტუმრა, გაოცდა, თუ რაოდენ პატარა და მოუხერხებელი იყო იქსი. იქვე იხუმრა, რომ უზარმაზარი თეორია მხოლოდ ტანმორჩილი ადამიანების ანალიზზე იყო დაფუძნებული. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.

60

16. დადიოდა ხმები, რომ მაიკლ ჯექსონი არადანიშნულებისამებრ იყენებდა ძვირადღირებულ სასმელ წყალს - „ევიანს“. ამით ჯექსონი ერთგვარად ემსგავსებოდა მრავალი საუკუნის წინ მოღვაწე დედოფალს. ყურადღება, შეკითხვა: დაწერეთ დედოფლის სახელი.

60

17. ველვიჩიამ ისე გააოცა ჩარლზ დარვინი სხვა მცენარეებისგან განსხვავებულობით, რომ მეცნიერმა მას უწოდა მცენარეთა სამყაროს იქსი. იქსი ავსტრალიის ერთ-ერთი სიმბოლოა და გამოსახულია 20 ცენტიანის რევერსზე. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი 1 ორფუძიანი სიტყვით.

60

18. სახლის სარდაფში, რომელშიც დიდი ხანი ცხოვრობდა ბენჯამინ ფრანკლინი, მოგვიანებით იპოვნეს ათზე მეტი ადამიანის ნეშტი. როგორც ჩანს, ამ სახლში იმართებოდა იქსები. სახელმძღვანელო, რომლის ხილვაც შესაძლებელია იქსის ამსახველ ნახატზე, ეკუთვნის ექიმ ვეზალიუსს. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

60

19. „ზურმუხტის ქალაქის ჯადოქრის“ ერთ რედაქციაში, ტვინი, რომელსაც საფრთხობელა ელის ჯადოქარ გუდვინისგან, მისთვის უკვე აღარაა საჭირო. აღნიშნულ რედაქციაში საფრთხობელა ემსგავსება 1959 წლის ნაწარმოების მთავარ გმირს. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

60

20. შეკითხვაში იქსი ცვლილებაა: ამერიკულ კულტურაში, იქსი, გამოთქმის „აქილევსის ქუსლი“ ანალოგს წარმოადგენს. იქსი უცხო პლანეტაზე მოიპოვება. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ, ვის აზიანებს იქსი?

60

21. ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზე ამ ადამიანისთვის მადლობა გადაუხდიათ 30-ზე მეტჯერ - ამაზე მეტჯერ მხოლოდ სტივენ სპილბერგისთვის. თუმცა, აღნიშნული სტატისტიკა ნაკლებ სავარაუდოა, რომ გაუმჯობესდეს. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.

60

22. ბიურგერბროიკელერის დარბაზში, სადაც მოეწყო ლუდის პუჩი, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრები ამ მოვლენის წლისთავს 1939 წლამდე აღნიშნავდნენ. სხვა დარბაზში გადასვლა ერთ-ერთი წარუმატებელი იქსის შემდეგ გახდა საჭირო. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და პასუხში გამოიყენეთ სახელი და გვარი.

60

23. მხედართმთავარი სიდ კამპეადორი შიშის ზარს სცემდა მავრებს. სიკვდილის მიუხედავად, თანამებრძოლებმა სიდს აბჯარი ჩააცვეს და გააკეთეს ეს. ამის პირველად გაკეთებას, კაზაკები დაბადების ან ნათლობის ტოლფასად თვლიდნენ. ყურადღება, შეკითხვა: დაწერეთ ორი სიტყვა, რომლებიც შევცვალეთ ამის გაკეთებით.

60

24. ფილმის „შავი პანტერა“ გმირი იმედოვნებს, რომ ვაკანდას აქცევს ძლევამოსილ იმპერიად, თუმცა წარმატებას ვერ აღწევს. ფილმის ბოლოს ის რწმუნდება, თუ რა საოცრად ლამაზია ვაკანდის ... ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ერთი სიტყვით - რა?

60