1. კოსტა გავრასის ფილმში ოფიცერ გერშტეინს ამის გაკეთების შემდეგ იღლია გამოერღვევა. ყურადღება, შეკითხვა: რის გაკეთებაზეა საუბარი?
602. [ დასარიგებელი მასალა: ... ქვემო იმერეთში - ქვიტირსა და მუხიანში ] ნაწარმოები, რომლის სახელწოდების მეორე ნაწილი დაგირიგდათ, არ შემორჩენილა. ყურადღება, შეკითხვა: აღადგინეთ სათაურის პირველი ნაწილი ორი სიტყვით.
603. იქსით შეცვლილია 2 სიტყვა: ერთ რომანში პერსონაჟზე ამბობენ რომ ისეთივე ბრაზიანი, მოულოდნელი და მომაკვდინებელია, როგორც იქსი. ადამიანმა, რომლის მეტსახელიც იყო იქსი, ოსკარის მიღებისას თქვა რომ მისი საქმე არა საუბარი, არამედ დრიბლინგია. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
604. 1863 წელს 78 წლის პრემიერ მინისტრი ჰენრი ტემპლი არ დაესწრო გახსნის ცერემონიას და იხუმრა, რომ სურდა რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა… ყურადღება, შეკითხვა: დაასრულეთ წინადადება ორი სიტყვით .
605. იქსის სახუმარო ანალოგებს შორის შევხვდებით „ჩექ-აუთს“ და „ფინიშს“. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი უცხოური წარმოშობის სიტყვით .
606. იქსით შეცვლილია ორი სიტყვა. ტრამპლინიდან მხტომელ კახაბერ წაქაძეს მოკლე ფეხების, სქელი კისრისა და ზედმეტი წონის გამო ჰქონდა მეტსახელი იქსი. ყურადღება, შეკითხვა: რა ჰქვია იქსს 1941 წლის ნაწარმოებში? .
607. ერთი ხუმრობის თანახმად იქსი შეცდომით ბოდიბილდინგის კონკურსზე აღმოჩნდება. “იქსის” ერთ-ერთი პირველი ეკრანიზაცია თომას ედისონმა დააფინანსა. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით .
608. იქსით და იგრეკით შეცვლილია თითო სიტყვა. ზოგიერთი ხალხის ფოლკლორში იქსს იგრეკის ნაცვლად ქვიშის საათით უჭირავს. იქსიც და იგრეკიც ნახსენებია 1969 წელს გამოქვეყნებული ნაწარმოების ბოლოს. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი .
609. ფილმში, რომლის მოქმედებაც 1912 წელს მიმდინარეობს, პერსონაჟი ამბობს: „ჩვენ ერთმანეთზე პასუხს ვაგებთ და თუ კაცობრიობა დროზე არ მოვა გონს მალე დადგება დრო და მათ ამის სწავლა ცეცხლში, სისხლში და სიკვდილის მოლოდინში მოუწევთ.“ აღნიშნული მონოლოგი წარმოადგენს იქსს. იქსი ერთი სიტყვით განსხვავდება 1930-იანი წლების ნაწარმოების სათაურისგან. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი სამი სიტყვით .
6010. ჯონ როტველი თავს მეფე არტურის რეინკარაციად და თანამედროვე დრუიდად მიიჩნევს. 1990-იანი წლებიდან ის გამუდმებით აპროტესტებდა იქსს და აცხადებდა, რომ იქსი ზაფხულის ნაბუნიობას მაინც უნდა გაეუქმებინათ. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი რამდენიმე სიტყვით..
6011. ა) იქსით შეცვლილია ერთი სიტყვა. არსებობს ვერსია, რომ „ვიტრუვიუსის ადამიანის“ შექმნისას ლეონარდო და ვინჩიმ გაიმეორა იქსის ქმედება. ყურადღება, შეკითხვა: დაწერეთ 2004 წელს გამოჩენილი პერსონაჟის მეტსახელი, რომლის მამასაც ერქვა იქსი. ბ) იგრეკით შეცვლილია ორი სიტყვა. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს უთამაშიათ ვაშინგტონში ან ორლანდოში, ტიმ დანკანსა და დერიკ როუზს მაინც აქვთ იგრეკი. ყურადღება, შეკითხვა: დაწერეთ 2004 წელს გამოჩენილი პერსონაჟის მეტსახელი, რომელსაც ასევე ჰქონდა იგრეკი .
6012. გირჩევთ ჩაიწეროთ. ზამთრის ტანსაცმლის მწარმოებელი ერთი კომპანიის სახელში ფიგურირებს 4888 [ოთხი ათას რვაას ოთხმოცდარვა]. წინა წინადადებაში ჩვენ გავაკეთეთ იგივე, რის გაკეთებასაც მიაწერენ ცნობილ ადამიანს 1940-იანი წლების ბოლოს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი .
6013. იქსით შეცვლილია ერთი სიტყვა. თანამედროვე დრონი, DJI Mavic Pro (სახელწოდებას არ აქვს მნიშვნელობა) იმართება იქსებითაც. 1968 წელს, ერთმა მსახიობმა უჩვეულო იქსის შესახებ შეკითხვის პასუხში ახსენა უინსტონ ჩერჩილიც. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს მსახიობი .
6014. ერთ ანიმაციურ ფილმში ფოსტალიონს ძაღლები გამოეკიდებიან, რა დროსაც სხვა პერსონაჟი ხუმრობით ახსენებს იქსს. ცნობილი რომანის გარეკანზე, რომლის სათაურშიც ფიგურირებს იქსი, კვამლი წითელი ფერისაა. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ იქსი ერთი სიტყვით .
6015. 2000 წელს, ფინეთის ქალაქ პელოსთან, ვიმ ჰოფმა 57.5 მეტრი გაცურა და გინესის რეკორდი დაამყარა. ვიმ ჰოფის ავტობიოგრაფიულ წიგნს ეწოდება - „როგორ გავხდი იქსი“. იქსი 1952 წელს დაბადებული ადამიანის მეტსახელია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით .
6016. ერთ სერიაში სპანჯბობი სკვიდვარდს უმტვრევს მაღვიძარას, რადგან ეს უკანასკნელი გახდა იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით .
6017. შიდა ბაზრების საკითხში ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა ამასწინათ განაცხადა, რომ იგი ებრძვის “ზღვის გველებს”. ევროკავშირი ერთიან სტანდარტად აპირებს იქსის შემოღებას. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი დეფისის გამოყენებით (პასუხი ლათინური შრიფტით) .
6018. ჰყვებიან, რომ გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ადოლფ აიხმანის ცოლი დამაჯერებლად თამაშობდა იქსის როლს. იქსი ფიგურირებს საფრანგეთში დაარსებულ ბიზნესვუმენთა პრემიის სახელწოდებაში. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით .
6019. მიხეილ ზანდი, საბჭოთა კავშირის დროინდელ მოგონებებში იხსენებს, თუ როგორ ჰკითხა მეერ ბააზოვმა მის ბიბლიოთეკაში ნანახ, ისრაელიდან გამოგზავნილ წიგნზე: „არ გეშინია? სახლში რომ ხაიმ ლენსკის ლექსებს ინახავ?“. მიხაილ ზანდმა წიგნი გადაშალა, აჩვენა ცენზურის კომიტეტის სამკუთხედი ბეჭედი და მეერს უპასუხა - „არა, ეს წიგნი აბსოლუტურად ასეთია“. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ერთი სიტყვით, როგორი .
6020. საბჭოთა კავშირში, ნაწარმოებებში ძირითადად ეპოქის გმირებს, კომუნიზმის მშენებლებს უმღეროდნენ. 1958 წლის ნაწარმოების გმირებს არანაირი სარგებელი არ მოაქვთ, მათ თან დააქვთ პესიმიზმი და იმედგაცრუება. აქვე ვარაუდობენ, რომ ეს ნაწარმოები თავად ავტორის ბედის წინასწარმეტყველებაც გახდა. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ავტორი .
6021. ისმაილ კადარე საუბრობს რა პერსონაჟზე, რომელსაც მოსაკლავად დასდევენ, ამბობს, რომ ეს უკანასკნელი გზას აწი მხოლოდ იქსის მეშვეობით თუ გაიგნებს. „იქსის“ ლიტერატურული პირველწყაროს სათაურში გვხვდება “შავი” და “ცისფერი”. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით .
6022. ყურადღება, იქსებით შეცვლილია ორი სიტყვა. 1936 წელს მერი ავიძბამ რამდენიმე წრე დაარტყა ნესტორ ლაკობას დაკრძალვის ცერემონიას, 1942 წელს კი შეუერთდა იქსებს. იქსები ფიგურირებს 2001 წლის ნაწარმოების სათაურში. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნაწარმოები (სამი სიტყვით) .
6023. დოქტორი სიუზი შიშობდა, რომ ბორის კარლოფი ზედმეტად საზარელი იქნებოდა. საქმე იმაშია, რომ 1966 წელს კარლოფმა… ყურადღება, შეკითხვა: დაასრულეთ წინადადება ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით.
6024. 1990 წლის ფილმის დასაწყისში, დაგეგმილია 17 პერსონაჟის განაწილება ორ მინივენში. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფილმი.
60